ქალაქი თბილისი, ნიკიფორე ირბახის ქუჩა, N 17
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7303952
- გადაწყვეტილების თარიღი
- 29 ნოემბერი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 15 ნოემბერი, 2024 – 15 მარტი, 2025
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- სოფიკო დეკანოზიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405731891
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.01.050.029.07.500
- მესაკუთრე
- შპს "ჰაივ მოედანი" (405731891)
- ფართობი
- 5 493 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 17 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.01.050.029.07.500საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11068182
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 28 ნოემბერი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 ნოემბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №7287995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 28 ნოემბერს №AR11068182 განაცხადით მომართა სოფიკო დეკანოზიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №7287995 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №7287995 ბრძანებით №01.17.01.050.029 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ოფისის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 15 ნოემბრიდან 2025 წლის 15 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შპს სასტუმრო მოედანი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406406811). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №7287995 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, დამკვეთად ძველი მესაკუთრის - შპს სასტუმრო მოედანის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406406811) ნაცვლად ახალი მესაკუთრის შპს ჰაივ მოედანის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405731891) დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №892024677030; მომზადების თარიღი: 04/11/2024 წ.) სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №7287995 ბრძანებით შეთანხმებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ჰაივ მოედანი (ს/კ: 405731891). ხოლო, საკადასტრო კოდს -№01.17.01.050.029.07.500. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B24141598; მომზადების თარიღი: 08/11/2024 წ.), შპს ჰაივ მოედანის (ს/კ: 405731891) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ნინო ოკრიბელაშვილი. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი 2024 წლის 21 ნოემბრის №241552850 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - სოფიკო დეკანოზიშვილის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №7287995 ბრძანებით შეთანხმებული შენობა-ნაგებობის (ს/კ: №01.17.01.050.029.07.500) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ჰაივ მოედანი (ს/კ: 405731891), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს ჰაივ მოედანი (ს/კ: 405731891). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №7287995 ბრძანებაში და დამკვეთად შპს სასტუმრო მოედანის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406406811) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს ჰაივ მოედანი (ს/კ: 405731891). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №7287995 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №7287995 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 ნოემბერი, 2024გადაწყვეტილება7303952 - თანხმობა
- 28 ნოემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- POA_OKRI_SOPIKO.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა