ქალაქი თბილისი, შანდორ პეტეფის ქუჩა, N 2
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7325450
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 დეკემბერი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- სალომე ხოფერია
- დეველოპერი (ს/კ)
- 206043459
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.10.006.056
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "ფეიქარი 95" (206043459)
- ფართობი
- 3 144 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.10.006.056საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11069071
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 დეკემბერი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 დეკემბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 05 დეკემბერს №AR11069071 განცხადებით მომართა სალომე ხოფერიამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებით, №01.17.10.006.056 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (სექტორი-2, ბლოკი 17 ("ბ" და "ც" ბლოკები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 7 ნოემბრიდან 2025 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 22 ნოემბრის №7296520 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებაში დამკვეთთან და მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. ამავე ბრძანებით საოფისე ფართობად დაფიქსირდა 4247.6 კვ.მ., საერთო ფართობად - 14911.9 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებით შეთანხმებული „+6.45 - +7.55“ ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა №AR11066496 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმებით. განმცხადებელი ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებაში. კერძოდ, განმცხადებელს სურს, საცხოვრებელ ფართობად 4199.5 კვ.მ-ის ნაცვლად 4242.7 კვ,მ-ის, საზაფხულო ფართობად 1023.7 კვ.მ-ის ნაცვლად 980.2 კვ.მ-ის, შესაბამისად, საერთო ფართობად 14911.9 კვ.მ-ის ნაცვლად 14911.6 კვ,მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 14911.6 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 4242.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 980.2 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 და 2024 წლის 22 ნოემბრის №7296520 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 18 დეკემბერი, 2024გადაწყვეტილება7325450 - თანხმობა
- 17 დეკემბერი, 2024ქალაქის პასუხი
- 17 დეკემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 12 დეკემბერი, 2024ქალაქის პასუხი
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- საზაფხულო ფართების ექსპლიკაცია.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა