OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, კუკური გოგიაშვილის I შესახვევი, N 12

AR11069489სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება9 დეკემბერი, 2024- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7315233
გადაწყვეტილების თარიღი
10 დეკემბერი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
პაატა ჭავჭანიძე
დეველოპერი (ს/კ)
405354085

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.009.614
მესაკუთრე
შპს "მოდერნ სითი დეველოპმენტი" (405354085)
ფართობი
8 114 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 20 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11069489
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
9 დეკემბერი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 დეკემბერი, 2024ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 09 დეკემბერს №AR11069489 განცხადებით მომართა პაატა ჭავჭანიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებით, №01.72.14.009.614 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 2026 წლის 7 მაისის წლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 25 ნოემბრის №7297891 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში და ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირდა სპორტული მოედნის 270.3 კვ.მ. ფართობი. ასევე, ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებში განაშენიანების ფართობად დაფიქსირდა 38315.96 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად - 15854.95 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 379.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 4712.35 კვ.მ., საერთო ფართობად - 29759.64 კვ.მ. სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებით შეთანხმებული +13.20 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებით შეთანხმებული პირველი კორპუსის მე-2 სართულის გეგმაზე მდებარე №13 და №14 საოფისე ფართობებზე ტექნიკური შეცდომის შედეგად მითითებულია „საცხოვრებელი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს წარმოდგენილი გასწორებული მე-2 სართულის გეგმის ჩანაცვლებას. განმცხადებელი ასევე განმარტავს, რომ წარმოდგენილ გეგმებზე გასწორებულია ექსპლიკაციები, ასევე კომერციული და დამხმარე ფართობების ნუმერაცია. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ შეთანხმებული პირველი კორპუსის მე-2 სართულის გეგმაზე მდებარე №13 და №14 საოფისე ფართობების ექსპლიკაციაზე ტექნიკური შეცდომის შედეგად მითითებული იყო „საცხოვრებელი“, რაც წარმოდგენილ მე-2 სართულის გეგმაზე გასწორებულია. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ აღნიშნულ გეგმაზე მდებარე №13 და №14 ოფისებზე ექსპლიკაციების გასწორება არ იწვევს სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში დაფიქსირებული საოფისე ფართობის გასწორებას. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ექსპლიკაციების და ნუმერაციის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 და 2024 წლის 25 ნოემბრის №7297891 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 10 დეკემბერი, 2024გადაწყვეტილება7315233 - თანხმობა
  3. 9 დეკემბერი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა