ქალაქი თბილისი, კუკური გოგიაშვილის I შესახვევი, N 12
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7330404
- გადაწყვეტილების თარიღი
- 25 დეკემბერი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- პაატა ჭავჭანიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405354085
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.009.614
- მესაკუთრე
- შპს "მოდერნ სითი დეველოპმენტი" (405354085)
- ფართობი
- 8 114 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 20 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.009.614საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11070380
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 16 დეკემბერი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 25 დეკემბერი, 2024გადაწყვეტილება7330404 - თანხმობა
- 25 დეკემბერი, 2024ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 16 დეკემბერს №AR11070380 განცხადებით მომართა პაატა ჭავჭანიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებით, №01.72.14.009.614 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 2026 წლის 7 მაისის წლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 25 ნოემბრის №7297891 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში და ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირდა სპორტული მოედნის 270.3 კვ.მ.ფართობი. ასევე, ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებში განაშენიანების ფართობად დაფიქსირდა 38315.96 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად - 15854.95 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 379.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 4712.35 კვ.მ., საერთო ფართობად - 29759.64 კვ.მ. სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებით შეთანხმებული +13.20 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. სამსახურის 2024 წლის 10 დეკემბრის №7315233 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 09 დეკემბრის №AR11069489 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებელი ითხოვს შეთანხმებული გეგმების წინადებარე განცხადებაზე წარმოდგენილი გეგმებით ჩანაცვლებას. აგრეთვე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 4712.35 კვ.მ-ის ნაცვლად 4899.95 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 3855.98 კვ.მ-ის ნაცვლად 3862.01 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 187.24 კვ.მ-ის ნაცვლად 152.82 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 3984.02 კვ.მ-ის ნაცვლად 3986.41 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 29759.64 კვ.მ-ის ნაცვლად 29921.24 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ ფართებზე ნუმერაციის, ექსპლიაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 4899.95 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 3862.01 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 152.82 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 3986.41 კვ.მ., საერთო ფართობად - 29921.24 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (სამსახურის 2024 წლის 25 ნოემბრის №7297891 და 2024 წლის 10 დეკემბრის №7315233 ბრძანებების გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153, 2024 წლის 25 ნოემბრის №7297891 და 2024 წლის 10 დეკემბრის №7315233 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 16 დეკემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- #1 #2-gaswor. xarvezi-16.12.2024.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა