ქალაქი თბილისი, ქიზიყის ქუჩა, N 3ბ
- საერთო ფართობი
- 1 470,9 მ²
- განაშენიანების ფართობი
- 1 470,9 მ²
- მიწის ნაკვეთის ფართობი
- 652 მ²
- სიმაღლე
- 12,6 მ
- ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
- 3,1 მ
- სამშენებლო მოცულობა
- 3 865,7 მ³
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7352845
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 იანვარი, 2025
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლალი ავაქიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 406445912
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- ლაშა ტალახაძე
- პირადი ნომერი
- *********68
- ორგანიზაცია
- შ.პ.ს. "რემონტადა დოს"
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 406445912
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- ზვიად გიქოშვილი
- პირადი ნომერი
- *********43
- სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
- სახელი
- ზვიად გიქოშილი
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.21.002.558
- მესაკუთრე
- შპს "რემონტადა დოს" (406445912)
- ფართობი
- 652 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.21.002.558საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11070818
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 20 დეკემბერი, 2024
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 33 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 იანვარი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, რომლის პასუხად გაცნობებთ შემდეგს: წარმოდგენილი საპროექტო ობიექტი გეგმარებითა და ვიზუალური თვალსაზრისით არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით დადგენილ ფუნქციას - საამქრო/სტამბა. იმისათვის რომ სამსახურმა სრულად განიხილოს თქვენს დაინტერესებაში არსებული საკითხი, საჭიროა დოკუმენტაცია მოყვანილ იქნას ფუნქციურ დანიშნულებასთან შესაბამისობაში. 1. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: სატრანსპორტო სქემების შეთანხმების შემდგომ საპროექტო გენგეგმა მოყვანილ უნდა იქნას სატრანსპორტო სქემებთან ურთიერთ შესაბამისობაში. დამხმარე ფუნქცია ვერ იქნება 25%ზე მეტი, ამ ეტაპზე მეტია. შესაბამისად დაკორექტირდეს დოკუმენტაცია. 2. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნას საპროექტო ტერიტორიის, არსებული სიტუაციის ამსახველი განახლებული ფოტოსურათები. გაითვალისწინეთ, რომ ფოტოსურათები უნდა ასახავდეს ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას სრულად. 3. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). : გადამოწმდება ვექტორული ფაილის წარმოდგენის შემდეგ. 4. შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: გაითვალისწინეთ, რომ მიწის ნაკვეთის ჩიხურ ნაწილში ("დ-ფ" - "6-4" ღერძებში) სიმაღლე აითვლება საკადასტრო საზღვრებიდან. 5. ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : წარმოდგენილი იქნას არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალაზე საპროექტო შენობის განთავსების ფოტომონტაჟი. ვიზუალიზაციაზე დაიტანეთ ნიშნულები, მოსაპირკეთებელი მასალები და მათი ფერები. 6. საჭიროების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით -> სქემის pdf ფაილი: წარმოდგენილ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები და წერილები, საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით. 7. საინფორმაციო დაფა - ბანერი. -> .საინფორმაციო დაფა - ბანერის pdf ფაილი.: წარმოსადგენია სრულყოფილი საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 19-ე მუხლის შესაბამისად აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე საინფორმაციო დაფა უნდა მოიცავდეს: • მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; • მიწის ნაკვეთის მისამართს; • მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; • მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს (სარეკომენდაციოთ გაცნობებთ: მიუთითეთ კანონით დადგენილი განხილვის ვადა); • შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობას ან/და გაბარიტებს. • საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება დააზუსტონ მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანოებმა მინიმალური გაბარიტის ჯერადობის მიხედვით. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. 8. მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი. -> .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნას მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ, საქართველოს მთავრობის №255 დადგენილების მე-18 და მე-20 მუხლების შესაბამისად დამუშავებული, მშენებლობის ორგანიზების სრულყოფილი პროექტი. 9. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის რიცხვითი მაჩვენებელი: გადახდილ იქნას მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი, საპროექტო კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართის შესაბამისად 1 კვ.მ-ზე 8 ლარის ოდენობით. 10. წარმოდგენილ იქნას საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელ-გაყვანილობის, გაზმომარაგების, გათბობა - ვენტილაციის, წყალმომარაგების და წყალარინების) სქემები. 11. წარმოსადგენია საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა. ა) მიწის ნაკვეთის გეგმა, კვლევის ჩატარების წერტილების ჩვენებით; ბ) მიწის ნაკვეთის გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები და სპეციფიკაცია; გ) დასკვნა ან/და რეკომენდაციები მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებისთვის. გაფრთხილება: საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა წარმოდგენილ იქნეს შესაბამის საექსპერტო შეფასებასთან ერთად. ასევე წარმოდგენილი იქნას ექსპერტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები (გაითვალისწინეთ, რომ ექსპერტს უნდა გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება) 12. წარმოდგენილ იქნას საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა განგიმარტავთ: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, კონსტრუქციული სქემა შედგება ტექსტური და გრაფიკული ნაწილისაგან, სადაც განსაზღვრულია შენობა-ნაგებობების ძირითადი მზიდი კონსტრუქციული ელემენტების გაბარიტული ზომები; საძირკვლის, გადახურვის და ვერტიკალური ელემენტების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები) ტიპი; შენობა-ნაგებობის სიმტკიცეზე, მდგრადობაზე და დეფორმაციაზე გაანგარიშების საწყისი მონაცემები (მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, სიხისტეები, სტატიკური და დინამიკური დატვირთვების მნიშვნელობები), სივრცითი ანგარიშისათვის გამოყენებული კომპიუტერული საანგარიშო კომპლექსის დასახელება და გაანგარიშებათა შედეგები (ილუსტრირებული დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, გადაადგილება და რხევის პერიოდი), რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამისი და ამავე კონსტრუქციულ სქემაში მითითებული ტექნიკური რეგლამენტის/რეგლამენტების მოთხოვნებს. ხოლო, კონსტრუქციული პროექტი უნდა მოიცავდეს კონსტრუქციული სქემით გათვალისწინებულ ყველა ინფორმაციას დაზუსტებული, დაკონკრეტებული სახით და იძლეოდეს მშენებლობის განხორციელებისთვის ამომწურავ ინფორმაციას. კონსტრუქციული პროექტი დამატებით უნდა მოიცავდეს: ა) ფუძის მოწყობის, საძირკვლის და გადახურვის ძირითად ნახაზებს (ვერტიკალური მზიდი კონსტრუქციების ტიპების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები და ა. შ.), ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული და ღერძულა ზომების, გადახურვის ზედაპირის ვერტიკალური ნიშნულების ჩვენებით); ბ) ცალკეული კვანძების დეტალურ ნახაზებს; გ) კონსტრუქციული ელემენტების, დეტალების და სამშენებლო მასალების სპეციფიკაციას. წარმოადგინეთ კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება. ასევე წარმოდგენილი იქნას ექსპერტის კვალი
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 იანვარი, 2025გადაწყვეტილება7352845
- 20 დეკემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 19 დეკემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
- 19 დეკემბერი, 2024ფაილები აიტვირთა
ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები5
დასკვნები და აზომვები1
- 19.12. გენ.გეგმა+ტოპო.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები10
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა