ქალაქი თბილისი, მიხეილ თამარაშვილის გამზირი, N 13თ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7353682
- გადაწყვეტილების თარიღი
- 23 იანვარი, 2025
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კობა ძლიერიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 404473431
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.16.004.199
- მესაკუთრე
- ლაშა ჯაიანი (P/N: *********04)
- ფართობი
- 2 321 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.16.004.199საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11072948
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 15 იანვარი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 23 იანვარი, 2025ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 15 იანვარს №AR11072948 განცხადებით მომართა კობა ძლიერიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 20 სექტემბრის №7224321 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 სექტემბრის №7224321 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.16.004.199 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 20 სექტემბრიდან 2026 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 25 ნოემბრის №7294795 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 სექტემბრის №7224321 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 14341 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 4088.80 კვ.მ., საოფისე ფართობად 3945.90 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 2663.5 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 1492 კვ.მ. ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 სექტემბრის №7224321 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა, სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდა №AR11063820 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №7319052 ბრძანებით კვლავ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 20 სექტემბრის №7224321 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 14343.1 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 2116.3 კვ.მ., დამხმარე ფართობად 36.6 კვ.მ. ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 სექტემბრის №7224321 ბრძანებით შეთანხმებული -1 და პირველი სართულების გეგმები ჩანაცვლდა №AR11069099 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულების გეგმებით. განმცხადებელი ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას 2024 წლის 20 სექტემბრის №7224321 ბრძანებაში. კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ +70.20 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს საზაფხულო (ტერასა) ფართობი 376.5 კვ.მ., რომლის ფართობიც შეყვანილი არ არის საზაფხულო ფართობის ჯამურ მაჩვენებელში. შესაბამისად, სურს აღნიშნული ფართობი დაემატოს საზაფხულო ფართობის ჯამურ მაჩვენებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 20 სექტემბრის №7224321 ბრძანებით შეთანხმებულ +70.20 ნიშნულის გეგმაზე ნაჩვენებია სახურავის დახრა და არ არის მითითებული ფართობი. შესაბამისად იგი არ წარმოადგენს ტერასას (შეთანხმებულ გეგმაზეც არ არის მსგავსი აღნიშვნა). აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ტერასად დაფიქსირება ვერ განხორციელდება. შესაბამისად, არ არსებობს სამსახურის 2024 წლის 20 სექტემბრის №7224321 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივი საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 20 სექტემბრის №7224321 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე საზაფხულო ფართობთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 23 იანვარი, 2025გადაწყვეტილება7353682 - უარი
- 9 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- +70.2 terasis farTi.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა