OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , წავკისი, კოჯრის გზატკეც. მიმდებ ; ქალაქი თბილისი , ოქროყანა

AR11073359სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება13 იანვარი, 2025- წავკისი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7350878
გადაწყვეტილების თარიღი
21 იანვარი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვლადიმერ აბრამიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
400003937

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
81.02.19.213
მესაკუთრე
შპს "სიმეტრია პარკი" (400003937)
ფართობი
1 973 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11073359
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
13 იანვარი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 იანვარი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 13 იანვარს №AR11073359 განცხადებით მომართა ვლადიმერ აბრამიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანებით, №81.02.19.213 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 2024 წლის 24 თებერვლის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6799702 და 2024 წლის 11 ივნისის №7074470 ბრძანებებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 11 ივნისიდან 2025 წლის 11 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 06 ივნისის №6494682 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №6572851 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად დაფიქსირდა: 404.7 კვ.მ., საერთო ფართობად: 3722.8 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანებით შეთანხმებული -3.06 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდა 2023 წლის 10 ივლისის №AR1977135 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. სამსახურის 2023 წლის 14 აგვისტოს №6611764 ბრძანებით კვლავ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა 294.3 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობად: 3735.6 კვ.მ. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანებით შეთანხმებულ (სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №6572851 ბრძანებით ჩანაცვლებულ) -3.06 ნიშნულის არქიტექტურული გეგმაზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, არ არის მითითებული ავტოსადგომების ფართობები ინდივიდუალურად. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი -3.06 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა შეადარა შეთანხმებულ (სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №6572851 ბრძანებით ჩანაცვლებულის გათვალისწინებით) ამავე ნიშნულის გეგმას და დაადგინა, რომ -3.06 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა არ იცვლება, აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. ამასთან, ავტოსადგომების ფართობის დაზუსტება არ იწვევს სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანებაში დაფიქსირებული ავტოსადგომების ფართობის დაზუსტებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული -3.06 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა (სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №6572851 ბრძანებით ჩანაცვლებული -3.06 ნიშნულის გეგმის გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6174867 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 იანვარი, 2025გადაწყვეტილება7350878 - თანხმობა
  3. 15 იანვარი, 2025ქალაქის პასუხი
  4. 15 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა
  5. 13 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა
  6. 13 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები3

  • 2025.10.01_გეგმა -3.06_Blockhouse 2_ განმარტებითი.pdfგახსნა ↗
  • 2025.10.01_გეგმა -3.06_Blockhouse 2_ განმარტებითი.pdfგახსნა ↗
  • Binder1_2025.15.01_გეგმა -3.06_Blockhouse 2_განმარტებითი.pdfგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა