OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ბობ უოლშის ქუჩა, N 40

AR11073372სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება13 იანვარი, 2025- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7350642
გადაწყვეტილების თარიღი
21 იანვარი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
კობა მოდრეკილაძე
დეველოპერი (ს/კ)
405246149

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.009.687
მესაკუთრე
შპს "დიღმის ველი" (405246149)
ფართობი
11 265 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11073372
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
13 იანვარი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 იანვარი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 დეკემბრის №7314238 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 13 იანვრის №AR11073372 განცხადებით მომართა კობა მოდრეკილაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 09 დეკემბრის №7314238 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 09 დეკემბრის №7314238 ბრძანებით, №01.72.14.009.687 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2024 წლის 24 დეკემბრის №7330381 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 09 დეკემბრის №7314238 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა: 7586.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1477.7 კვ.მ., კომერციულ ფართობად 936.1 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2107.9 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად 13835.1 კვ.მ. ასევე, ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატა დამხმარე ფართობი 123.3 კვ.მ. გარდა ამისა, სამსახურის 2024 წლის 09 დეკემბრის №7314238 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 10 დეკემბერს №AR11069712 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2024 წლის 09 დეკემბრის №7314238 ბრძანებით შეთანხმებულ (სამსახურის 2024 წლის 24 დეკემბრის №7330381 ბრძანებით ჩანაცვლებულ) გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, არ არის დატანილი კომერციული ფართების ნუმერაცია და ბინების ნუმერაცია შეცდომით არის მითითებული. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, გეგმებზე ნუმერაციასთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორება არ იწვევს ბრძანებაში დაფიქსირებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 დეკემბრის №7314238 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2024 წლის 24 დეკემბრის №7330381 ბრძანებით ჩანაცვლებული) არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 დეკემბრის №7314238 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 09 დეკემბრის №7314238 და 2024 წლის 24 დეკემბრის №7330381 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 იანვარი, 2025გადაწყვეტილება7350642 - თანხმობა
  3. 13 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა