ქალაქი თბილისი, ფერმწერთა ქუჩა, N 111
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7375365
- გადაწყვეტილების თარიღი
- 11 თებერვალი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 5 ნოემბერი, 2024 – 5 ნოემბერი, 2027
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლაშა გოგოლაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 426138271
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.16.008.073
- მესაკუთრე
- შპს "არქტური ლისი" (426138271)
- ფართობი
- 46 825 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.16.008.073საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11074567
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 22 იანვარი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 5
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 11 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 05 ნოემბრის №7275852 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 22 იანვრის №AR11074567 განცხადებით მომართა ლაშა გოგოლაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 05 ნოემბრის №7275852 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 05 ნოემბრის №7275852 ბრძანებით შეთანხმდა №01.14.16.008.073 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (შენობა №7) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 5 ნოემბრიდან 2027 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 05 ნოემბრის №7275852 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე მდებარე რამდენიმე ბინაზე არასწორად იყო მითითებული საზაფხულო და საცხოვრებელი ფართობები. შესაბამისად, ითხოვს საცხოვრებელ ფართობად 4377.7 კვ.მ-ის ნაცვლად 4378.9 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1049.6 კვ.მ-ის ნაცვლად 1054.0 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 902.7 კვ.მ-ის ნაცვლად 833.1 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. ამასთან დგინდება, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორება იწვევს საერთო ფართობის დაზუსტებას და იგი შეადგენს 6284.2 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 05 ნოემბრის №7275852 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 05 ნოემბრის №7275852 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 6284.2 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 4378.9 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1054.0 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 833.1 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 05 ნოემბრის №7275852 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა, 0.00 ნიშნულის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 05 ნოემბრის №7275852 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 05 ნოემბრის №7275852 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 11 თებერვალი, 2025გადაწყვეტილება7375365 - თანხმობა
- 10 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი
- 10 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა
- 6 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი
- 6 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა
- 4 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი
- 4 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა
- 29 იანვარი, 2025ქალაქის პასუხი
- 29 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა
- 22 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები5
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა