OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, მიხა ხელაშვილის ქუჩა, N 13ა

AR11074676სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება23 იანვარი, 2025- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7367908
გადაწყვეტილების თარიღი
5 თებერვალი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თენგიზ გოგინაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
417881215

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.014.338
მესაკუთრე
შპს ,,ორტამ 2007" (204531792)
ფართობი
10 000 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11074676
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
23 იანვარი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 5 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №7253066 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 23 იანვარს №AR11074676 განცხადებით მომართა თენგიზ გოგინაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №7253066 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №7253066 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.014.338 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2024 წლის 24 დეკემბრის №7329305 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 24 დეკემბრიდან 2025 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №7253066 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, ითხოვს ავტოსადგომის ფართობად 1012.8 კვ.მ-ის ნაცვლად 875.3 კვ.მ-ის დაფიქსირება. განმცხადებელს, ასევე, სურს ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 137.5 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ავტოსადგომების მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ავტოსადგომების ფართობები არასწორი დაჯამების გამო რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ -3.200 და 0.000 ნიშნულების გეგმებზე მდებარეობს ღია ავტოსადგომები და მათი საერთო ფართობი შეადგენს 137.5 კვ.მ-ს. ამასთან დგინდება, რომ წარმოდგენილი -3.200 და 0.000 ნიშნულების გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №7253066 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №7253066 ბრძანებაში და: 1.1. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 7488.2 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 875.3 კვ.მ. 1.2. ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 137.5 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №7253066 ბრძანებით შეთანხმებული -3.200 და 0.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №7253066 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №7253066 ბრძანებასთან ერთად. 5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 5 თებერვალი, 2025გადაწყვეტილება7367908 - თანხმობა
  3. 3 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი
  4. 3 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა
  5. 27 იანვარი, 2025ქალაქის პასუხი
  6. 27 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა
  7. 23 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა