OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი, ნუგზარ აფხაიძის ქუჩა, N 2

AR11074696ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება23 იანვარი, 2025- თხინვალა
საერთო ფართობი
3 957,9 მ²
განაშენიანების ფართობი
5 392,4 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
5 170 მ²
სიმაღლე
15,4 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
6 მ
სამშენებლო მოცულობა
17 254 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7383258
გადაწყვეტილების თარიღი
18 თებერვალი, 2025
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
სულხან სულხანიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
404515681

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    ზურაბ წვერიკმაზაშვილი
    პირადი ნომერი
    *********14
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    სულხან სულხანიშვილი
    პირადი ნომერი
    *********52
  • თანაავტორები
    სახელი
    სოფო ჯავახიშვილი

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
72.16.33.040
მესაკუთრე
შპს "გრინლანდია" (404515681)
ფართობი
5 170 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11074696
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
23 იანვარი, 2025
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
26 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: 1. საპროექტო შენობა მისი ვიზუალური და ასევე გეგმარებითი თვალსაზრისით არ წარმოადგენს პირველადი მოხმარების საქოლის მაღაზიას. ასევე, საპროექტო შენობა აჭარბებს განაშენიანების რეგულირების გეგმით დადგენილ სართულიანობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა შენობის ვიზუალიზაცია, გეგმარება და სართულიანობა მოყვანილი იქნას განაშენიანების რეგულირების გეგმითა და გათვალისწინებულ ფუნქციასთან შესაბამისობაში. ამ ეტაპზე ხარვეზების შესახებ ინფორმაციას გაცნობებთ ზოგადი სახით, ხოლო დაზუსტებული ინფორმაცია ხარვეზებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ გეცნობებათ სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ კანონით განსაზღვრულ ვადაში. 2. ვინაიდან მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთს, მასზე შესაძლებელია მხოლოდ საცხოვრებელი სახლის და დამხმარე შენობა-ნაგებობის განთავსება, ხოლო თქვენ შემთხვევაში შენობა არ წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს ან დამხარე შენობას, ამიტომ საჭიროა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გადაიყვანოთ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, რისთვისაც უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 3. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: წარმოადგინეთ უახლესი, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, თარიღის ფიქსაციით. 4. შენობა-ნაგებობის ჭრილები, მასშტაბი 1:100. -> .ჭრილების pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნას კედლებისა და სახურავის ფრაგმენტის ჭრილი, ენერგოეფექტურობის დეკლარაციის შესაბამისად, დეტალური შრეების ჩვენებითა და ექსპლიკაციის მითითებით. 5. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : წარმოადგინეთ სრულყოფილი ვექტორული ფაილი, თითოეული სართულის გეგმით (ექსპლიკაციით), ჭრილებით, ფასადებითა და საანგარიშო კროკებით, შესაბამისი სახელწოდებების მითითებით. 6. მიწისპირა სართულის დასადგენად წარმოდგენილ იქნას სართულის განშლა რელიეფის ხაზისა და ფართის მითითებით. შესაბამისად დაანგარიშდეს მიწისპირა სართული. - მიწისპირა სართული, რომლის იატაკის ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრამდეა, ხოლო მისი ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს აღემატება; - მიწისქვეშა სართული – სართული, რომლის ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს არ აღემატება; გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულის შესაბამისად მიწისპირა სართულს უნდა მიენიჭოს 0.00 ნიშნული, რის შესაბამისადაც უნდა დაკორექტირდეს ჭრილები, ფასადები და გეგმები, როგორც PDF, ისე ვექტორული ფაილი. (ნიშნულების მითითების ნაწილში). 7. საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავებულ იქნას საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილები და „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“. გათვალისწინებით. საჭიროა შესააბამის ველში წარმოდგენილ იქნას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისი #255 დადგენილების მიხედვით, არქიტექტურული პროექტის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით („ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასკვნა და შესაბამისად მომზადებული საპროექტო დოკუმენტაცია. -III კლასების შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნის შესადგენად ექსპერტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი IIIსპეციალობის (არქიტექტორი) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სპეციალობით (არქიტექტორი) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. ასევე, წარმოდგენილ იქნას საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“. მოთხოვნებთან შესაბამისობის საექსპერტო შეფასება. 8. წარმოდგენილ იქნას საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა. აღნიშნული კვლევის ანგარიშში მინიმუმ უნდა აისახოს: ა) მიწის ნაკვეთის გეგმა, კვლევის ჩატარების წერტილების ჩვენებით; ბ) მიწის ნაკვეთის გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები და სპეციფიკაცია; გ) დასკვნა ან/და რეკომენდაციები მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებისთვის. წარმოადგენილ იქნას საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება. ასევე წარმოდგენილი იქნას ექსპერტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები (გაითვალისწინეთ, რომ ექსპერტს უნდა გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება). 9. წარმოდგენილ იქნას: საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა/პროექტი. განგიმარტავთ: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, კონსტრუქციული სქემა შედგება ტექსტური და გრაფიკული ნაწილისაგან, სადაც განსაზღვრულია შენობა-ნაგებობების ძირითადი მზიდი კონსტრუქციული ელემენტების გაბარიტული ზომები; საძირკვლის, გადახურვის და ვერტიკალური ელემენტების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები) ტიპი; შენობა-ნაგებობის სიმტკიცეზე, მდგრადობაზე და დეფორმაციაზე გაანგარიშების საწყისი მონაცემები (მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, სიხისტეები, სტატიკური და დინამიკური დატვირთვების მნიშვნელობები), სივრცითი ანგარიშისათვის გამოყენებული კომპიუტერული საანგარიშო კომპლექსის დასახელება და გაანგარიშებათა შედეგები (ილუსტრირებული დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, გადაადგილება და რხევის პერიოდი), რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამისი და ამავე კონსტრუქციულ სქემაში მითითებული ტექნიკური რეგლამენტის/რეგლამენტების მოთხოვნებს. ხოლო, კონსტრუქციული პროექტი უნდა მოიცავდეს კონსტრუქციული სქემით გათვალისწინებულ ყველა ინფორმაციას დაზუსტებული, დაკონკრეტებული სახით და იძლეოდეს მშენებლობის განხორციელებისთვის ამომწურავ ინფორმაციას. კონსტრუქციული პროექტი დამატებით უნდა მოიცავდეს: ა) ფუძის მოწყობის, საძირკვლის და გადახურვის ძირითად ნახაზებს (ვერტიკალური მზიდი კონსტრუქციების ტიპების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები და ა. შ.), ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული და ღერძულა ზომების, გადახურვის ზედაპირის ვერტიკალური ნიშნულების ჩვენებით); ბ) ცალკეული კვანძების დეტალურ ნახაზებს; გ) კონსტრუქციული ელემენტების, დეტალების და სამშენებლო მასალების სპეციფიკაციას. ...კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება: წარმოადგინეთ ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება. ასევე წარმოადგინეთ ექსპერტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები (გაითვალისწინეთ, რომ ექსპერტს უნდა გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება). 10. წარმოდგენილ იქნას საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელ-გაყვანილობის, გაზმომარაგების, გათბობა - ვენტილაციის, წყალმომარაგების და წყალარინების) სქემები. 11. წერილობით თანხმობასთან ერთად დამატებით წარმოადგინეთ თბილისი ენერჯის გაზმომარაგების ქსელისთვის, მესაკუთრის მიერ შესაბამისად დამოწმებული გენ.გეგმაც. 12. საჭიროა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი (გამწვანების პროექტი - სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს: • კ-3 კოეფიციენტის ფართობს; • გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); • გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; • გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; • &

    მეტის ჩვენება
  2. 18 თებერვალი, 2025გადაწყვეტილება7383258
  3. 23 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა
  4. 23 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა
  5. 23 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა
  6. 23 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა

ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

  • gengegma.dwg
  • 20250123.pla

სხვა ფაილები16

ყველას ჩვენება (16)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა