OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ქერჩის ქუჩა, N 14

AR11075169სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება27 იანვარი, 2025- გლდანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7359632
გადაწყვეტილების თარიღი
28 იანვარი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნიკოლოზ კილასონია
დეველოპერი (ს/კ)
404501142

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.05.029.506
მესაკუთრე
შპს ახალი თბილისი (404501142)
ფართობი
4 504 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11075169
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
27 იანვარი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 28 იანვარი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 30 ოქტომბრის №7269068 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 27 იანვარს №AR11075169 განცხადებით მომართა ნიკოლოზ კილასონიამ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 30 ოქტომბრის №7269068 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 30 ოქტომბრის №7269068 ბრძანებით შეთანხმდა №01.11.05.029.506 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 30 ოქტომბრიდან 2025 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 21 ნოემბრის №7294967 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №7269068 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 6166.9 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 1446.5 კვ.მ., საერთო ფართობად: 10511.7 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 30 ოქტომბრის №7269068 ბრძანებით შეთანხმებულ ფასადზე არასწორად იყო დახაზული №5 ღიობი, რაც წარმოდგენილ „ფასადი ა-თ ღერძებში“ გასწორებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს წარმოდგენილი „ფასადი ა-თ ღერძებში“ ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი ფასადი (ა-თ ღერძებში) არ იცვლება, აღნიშნულ ფასადზე ხდება მხოლოდ „გ-დ“ ღერძებში მდებარე ღიობის გასწორება. ამასთან, „გ-დ“ ღერძებში მდებარე ღიობი (№5) შეესაბამება სამსახურის 2025 წლის 30 ოქტომბრის №7269068 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე და ალუმინის ვიტრინის სპეციფიკაციაზე დატანილ №5 ღიობს. აღნიშნულიდან გამომდინარე სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი „ფასადი ა-თ ღერძებში“ ჩანაცვლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 30 ოქტომბრის №7269068 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 30 ოქტომბრის №7269068 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული ფასადი (ა-თ ღერძებში) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ფასადით (ა-თ ღერძებში). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 30 ოქტომბრის №7269068 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 30 ოქტომბრის №7269068 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 28 იანვარი, 2025გადაწყვეტილება7359632 - თანხმობა
  3. 27 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა