OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი 3 , მიკრო/რაიონი IV , მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ვარკეთილი 2-სა და , ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს , შორის (ნაკვეთი 14/174)

AR11075671სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება30 იანვარი, 2025- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7384693
გადაწყვეტილების თარიღი
19 თებერვალი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
კობა მოდრეკილაძე
დეველოპერი (ს/კ)
406371411

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.36.016.011
მესაკუთრე
ლალი მარგიანი (P/N: *********88)
ფართობი
7 803 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11075671
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
30 იანვარი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
4

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 30 იანვარს №AR11075671 განცხადებით მომართა კობა მოდრეკილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებით №01.19.36.016.011 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 202 4 წლის 30 დეკემბრიდან 2028 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ღია ავტოსადგომის 177.2 კვ.მ. ფართობის დაფიქსირება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილი ავტოსადგომის 3304.7 კვ.მ. ფართობის დამატება და ასევე, საცხოვრებელ ფართობად 16274.2 კვ.მ-ის ნაცვლად 16273.3 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 914.2 კვ.მ-ის ნაცვლად 917.4 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 4458.8 კვ.მ-ის ნაცვლად 4459.4 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 26930.3 კვ.მ-ის ნაცვლად 29009.3 კვ.მ-ის დაფიქსირება სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 177.2 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატოს გამორჩენილი ავტოსადგომის 3304.7 კვ.მ. ფართობი. ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 16273.3 კვ.მ., საოფისე ფართობად - 917.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 4459.4 კვ.მ., საერთო ფართობად - 29009.3 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებით არქიტექტურული შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 19 თებერვალი, 2025გადაწყვეტილება7384693 - თანხმობა
  3. 17 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი
  4. 17 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა
  5. 17 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა
  6. 14 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი
  7. 13 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა
  8. 8 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი
  9. 8 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა
  10. 8 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა
  11. 30 იანვარი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა