ქალაქი თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, N 38გ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7395525
- გადაწყვეტილების თარიღი
- 28 თებერვალი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზურაბ ჭაჭიაშვილი
- ორგანიზაცია
- 20705
- დეველოპერი (ს/კ)
- 405198806
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.07.007.156
- მესაკუთრე
- შპს "საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი" (405198806)
- ფართობი
- 4 577 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.07.007.156საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11077269
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 11 თებერვალი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 4
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 28 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივნისის №7102394 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 11 თებერვალს №AR11077269 განცხადებით მომართა ზურაბ ჭაჭიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 26 ივნისის №7102394 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივნისის №7102394 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.07.007.156 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 26 ივნისიდან 2024 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2025 წლის 10 თებერვლის №7373516 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 26 ივნისის №7102394 ბრძანებაში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 10770.77 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 89.98 კვ.მ. ხოლო, შეთანხმებული -1 სართულის გეგმა ჩანაცვლდა 2025 წლის 3 თებერვლის №AR11076127 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულის გასწორებული გეგმით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 26 ივნისის №7102394 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ღია ავტოსადგომის 328.75 კვ.მ. ფართობის დაფიქსირებას. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად 566.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1560.84 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 10770.77 კვ.მ-ის ნაცვლად 11765.11 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული -3.30 და ±0.00 ნიშნულების გეგმები არ იცვლება უბრალოდ ხდება აღნიშნული ნიშნულების გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივნისის №7102394 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივნისის №7102394 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 328.75 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 1560.84 კვ.მ., საერთო ფართობად - 11765.11 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 26 ივნისის №7102394 ბრძანებით არქიტექტურული შეთანხმებული -3.30 და ±0.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივნისის №7102394 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივნისის №7102394 და 2025 წლის 10 თებერვლის №7373516 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 28 თებერვალი, 2025გადაწყვეტილება7395525 - თანხმობა
- 27 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი
- 27 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა
- 24 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი
- 24 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა
- 18 თებერვალი, 2025ქალაქის პასუხი
- 18 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა
- 11 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები3
სხვა ფაილები1
- დოკუმენტაცია.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა