OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, N 50

AR11079965სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება27 თებერვალი, 2025- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7404201
გადაწყვეტილების თარიღი
10 მარტი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ილია ხავთასი
დეველოპერი (ს/კ)
405427765

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.08.006.700
მესაკუთრე
შპს "კომპანია ჯაოკენი ბილდინგ" (404566947)
ფართობი
7 340 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11079965
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
27 თებერვალი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
11 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 მარტი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027769 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 27 თებერვალს №AR11079965 განცხადებით მომართა ილია ხავთასმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027769 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 01 აპრილის №6961415 ბრძანებით №01.10.08.006.700 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027769 ბრძანებით ზემოაღნიშნული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 16 მაისიდან 2026 წლის 16 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027769 ბრძანებით შეთანხმებულ კალენდარულ გრაფიკით გათვალისწინებულ მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ეტაპებში ნიშნულები არასწორადაა მითითებული. შესაბამისად, ითხოვს, მშენებლობის ორგანიზების პროექტის ჩანაცვლებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2024 წლის 17 აპრილის №AR11030413 განცხადებაზე წარმოდგენილ კალედარულ გრაფიკში მშენებლობის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ეტაპით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ნიშნულები არ შეესაბამება შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებულ ნიშნულებს. ამასთან, შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ მშენებლობის ორგანიზების პროექტსა და კალენდარული გრაფიკში ნიშნულების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027769 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027769 ბრძანებაში და ამავე ბრძანების მე-3 პუნქტში მშენებლობის მე-5 - მე-7 ეტაპები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4) ძირითადი კარკასის მონტაჟი +7.150 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით); 5) ძირითადი კარკასის მონტაჟი +16.600 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით); 6) ძირითადი კარკასის მონტაჟი +29.200 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით); 7) ძირითადი კარკასის მონტაჟი +41.800 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით);“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027769 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტის მე-7 ფურცელი და კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული მშენებლობის ორგანიზების პროექტის მე-7 ფურცლითა და კალენდარული გრაფიკით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027769 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 მაისის №7027769 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 10 მარტი, 2025გადაწყვეტილება7404201 - თანხმობა
  3. 27 თებერვალი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა