ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი ; ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7415283
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 მარტი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მიხეილ ჯინჭარაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 400229560
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.300.002
- მესაკუთრე
- შპს "ლიბრა ქონსტრაქშენი" (400229560)
- ფართობი
- 2 277 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.300.002საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11081481
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 11 მარტი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 მარტი, 2025გადაწყვეტილება7415283 - თანხმობა
- 18 მარტი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 04 დეკემბრის №7309429 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 11 მარტს №AR11081481 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 04 დეკემბრის №7309429 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 04 დეკემბრის №7309429 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.300.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 4 დეკემბრიდან 2026 წლის 4 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 11 დეკემბრის №7316042 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2024 წლის 04 დეკემბრის №7309429 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების ფართობი 36 კვ.მ. ამავე ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 11 დეკემბრის №7316042 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად 15.8 კვ.მ-ის ნაცვლად 26.6 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 5938.2 კვ.მ-ის ნაცვლად 5949 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, შეთანხმებული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმებზე ექსპლიკაციის დაზუსტება. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №892024889442 მომზადების თარიღი: 06/12/2024წ.) №01.72.14.300.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ლიბრა ქონსტრაქშენი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: №400229560). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23155801, მომზადების თარიღი: 31/10/2023წ.) მიხედვით, შპს „ლიბრა ქონსტრაქშენის“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მედეა გიორგაშვილი. 2024 წლის 21 ოქტომბრის №AR11062788 განცხადებაზე წარმოდგენილი 2024 წლის 02 მაისის №240537806 მინდობილობით განმცხადებლის - მიხეილ ჯინჭარაძის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 04 დეკემბრის №7309429 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 04 დეკემბრის №7309429 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს 26.6 კვ.მ., საერთო ფართობად 5949 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 04 დეკემბრის №7309429 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 04 დეკემბრის №7309429 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 04 დეკემბრის №7309429 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 11 მარტი, 2025ფაილები აიტვირთა
- 11 მარტი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა