OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, პაატა დათუაშვილის ქუჩა, N 22

AR11082241სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება14 მარტი, 2025- ნუცუბიძე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7420741
გადაწყვეტილების თარიღი
21 მარტი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი გამყრელიძე
დეველოპერი (ს/კ)
404438649

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.02.013.208
მესაკუთრე
შპს "სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი" (404438649)
ფართობი
3 829 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 17 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11082241
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
14 მარტი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 მარტი, 2025გადაწყვეტილება7420741 - თანხმობა
  2. 21 მარტი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №6581546 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 14 მარტს №AR11082241 განცხადებით მომართა გიორგი გამყრელიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №6581546 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №6581546 ბრძანებით №01.14.02.013.208 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 25 ივლისიდან 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156268 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №6581546 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 10113.1 კვ.მ., საოფისე ფართობად 1963.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1949.1 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2203 კვ.მ., დამხმარე ფართობად 1496.7 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 2318 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად 20879.9 კვ.მ. სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №6581546 ბრძანებით შეთანხმებული -12.54 და +7.26 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №6581546 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2023 წლის 09 იანვრის №AR1942500 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 40 თვეზე და სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №6581546 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2023 წლის 25 ივლისიდან 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №6581546 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №6581546 ბრძანებაში და: 1.1 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შეთანხმდეს: ქ. თბილისი, პაატა დათუაშვილის ქუჩა, N22, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.02.013.208) მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცეს მშენებლობის ნებართვა.“. 1.2 ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 25 ივლისიდან 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №6581546 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №6581546 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 14 მარტი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა