ქალაქი თბილისი , ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N140 ; ქალაქი თბილისი , ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N140ბ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7435213
- გადაწყვეტილების თარიღი
- 2 აპრილი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თემურ კუჭუხიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 401962747
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.11.027.137
- მესაკუთრე
- შპს "ისანი ბილდინგ" (401962747)
- ფართობი
- 5 311 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.11.027.137საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11083304
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 26 მარტი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 2 აპრილი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115552 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 26 მარტს №AR11083304 განცხადებით მომართა თემურ კუჭუხიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115552 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115552 ბრძანებით, №01.17.11.027.137 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 4 ივლისიდან 2028 წლის 4 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის №7139111 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115552 ბრძანებაში მშენებლობის ეტაპებთან მიმართებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებლის მიერ განმარტებულია, რომ სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115552 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ შეთანხმებულ +2.85 ნიშნულის არქიტექტურულ გეგმაზე №9 საცხოვრებელ ბინაში „9-10“ მონაკვეთებსა და №15 საცხოვრებელ ბინაში „2-3“ მონაკვეთებში არასწორად იყო დატანილი შშმ პირთათვის განკუთვნილი პანდუსის მოაჯირები. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი +2.85 ნიშნულის არქიტექტურულ გეგმა შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ +2.85 ნიშნულის არქიტექტურულ გეგმაზე №9 საცხოვრებელ ბინაში „9-10“ მონაკვეთებსა და №15 საცხოვრებელ ბინაში „2-3“ მონაკვეთებში არასწორად იყო დატანილი შშმ პირთათვის განკუთვნილი პანდუსის მოაჯირები. შესაბამისად, შესაძლებელია შეთანხმებული +2.85 ნიშნულის არქიტექტურული გეგმის ჩანაცვლება წარმოდგენილით (გვ. 2). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115552 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115552 ბრძანებაში და შეთანხმებული +2.85 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით (გვ. 2). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115552 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 4 ივლისის №7115552 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 2 აპრილი, 2025გადაწყვეტილება7435213 - თანხმობა
- 21 მარტი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- ჩასწორებული გეგმა +2.85 ნიშნული.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა