ქალაქი თბილისი , ქუჩა ო. კაპანაძე , N 4
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7437071
- გადაწყვეტილების თარიღი
- 3 აპრილი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მილენა ცუცქირიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404605094
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.16.03.058.082
- მესაკუთრე
- შპს "ალფა ფროფერთი" (404605094)
- ფართობი
- 4 666 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.16.03.058.082საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სპეციალური
- ქვეზონა
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სპეციალური ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11084142
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 26 მარტი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 3 აპრილი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 მარტის №7414088 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 26 მარტის №AR11084142 განცხადებით მომართა მილენა ცუცქირიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 17 მარტის №7414088 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 მარტის №7414088 ბრძანებით N01.16.03.058.082 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 17 მარტიდან 2025 წლის 29 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2025 წლის 17 მარტის №7414088 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2025 წლის 17 მარტიდან 2025 წლის 29 აპრილის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირდა „2025 წლის 17 მარტიდან 2025 წლის 17 მაისის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2025 წლის 24 იანვრის №AR11074819 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 2025 წლის 29 აპრილის ჩათვლით. შესაბამისად, 2025 წლის 17 მარტის №7414088 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2025 წლის 17 მარტიდან 2025 წლის 29 აპრილის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2025 წლის 17 მარტის №7414088 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 მარტის №7414088 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 17 მარტიდან 2025 წლის 29 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 მარტის №7414088 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 17 მარტის №7414088 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 3 აპრილი, 2025გადაწყვეტილება7437071 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა