ქალაქი თბილისი , ყოფილი კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7436743
- გადაწყვეტილების თარიღი
- 3 აპრილი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მზეონა ზუმბაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404692533
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.06.018.235
- მესაკუთრე
- შპს ,,აპარტ კრწანისი" (404692533)
- ფართობი
- 11 674 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.06.018.235საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-2
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,25
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11084176
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 27 მარტი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 3 აპრილი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 27 მარტს №AR11084176 განცხადებით მომართა მზეონა ზუმბაძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებით №01.18.06.018.235 საკადასტრო კოდით რეგისტრირებუ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (ბლოკი №1) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლოის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 28 თებერვლიდან 2029 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2025 წლის 14 მარტის №7411462 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 3809.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 3298.7 კვ.მ., კომერციულ ფართობად 1152.7 კვ.მ., დამხმარე ფართობად 1513.5 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 941.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 1925.8 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად 12971.6 კვ.მ. ასევე, 2. სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებით შეთანხმებული -3-ე, -2-ე, -1-ე, 1-ლი, მე-4, და მე-6 სართული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა №AR11080825 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულების არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანების (სამსახურის 2025 წლის 14 მარტის №7411462 ბრძანების გათვალისწინებით) ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებში არასწორად აისახა საერთო ფართობი, შესაბამისად ითხოვს საერთო ფართობად 12971.6 კვ.მ-ის ნაცვლად 12976.2 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საერთო ფართობი შეადარა შეთანხმებულ საერთო ფართობს და დაადგინა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების არასწორად დაჯამების შედეგად სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებაში (სამსახურის 2025 წლის 14 მარტის №7411462 ბრძანება) არასწორად აისახა საერთო ფართობი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 12976.2 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 და 2025 წლის 14 მარტის №7411462 ბრძანენებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 3 აპრილი, 2025გადაწყვეტილება7436743 - თანხმობა
- 27 მარტი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- ხარვეზი-რეესტრი.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა