ქალაქი თბილისი, ფერმწერთა ქუჩა, N 111
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7446923
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 აპრილი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დარეჯან ღამბაშიძე
- ორგანიზაცია
- 45662
- დეველოპერი (ს/კ)
- 426138271
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.16.008.073
- მესაკუთრე
- შპს "არქტური ლისი" (426138271)
- ფართობი
- 46 825 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.16.008.073საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11084747
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 31 მარტი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 14 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 აპრილი, 2025ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №7318013 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 31 მარტის №AR11084747 განცხადებით მომართა დარეჯან ღამბაშიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №7318013 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №7318013 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (№5 ბლოკი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 13 დეკემბრიდან 2027 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №7318013 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, განმცხადებელს სურს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს №5 ბლოკისთვის განკუთვნილი 57 ღია ავტოსადგომის ფართობი 818.7 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №7318013 ბრძანებით შეთანხმებული პარკირების ნუმერაციის გეგმაზე №5 ბლოკისთვის განკუთვნილია 57 ღია ავტოსადგომი და მათი საერთო ფართობი შეადგენს 818.7 კვ.მ-ს. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი პარკირების ნუმერაციის გეგმა არ იცვლება, აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ №5 ბლოკისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №7318013 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №7318013 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს №5 ბლოკისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომების ფართობი 818.7 კვ.მ. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №7318013 ბრძანებით შეთანხმებული პარკირების ნუმერაციის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი პარკირების ნუმერაციის გეგმით. 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №7318013 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №7318013 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 აპრილი, 2025გადაწყვეტილება7446923 - თანხმობა
- 11 აპრილი, 2025ქალაქის პასუხი
- 8 აპრილი, 2025ქალაქის პასუხი
- 8 აპრილი, 2025ფაილები აიტვირთა
- 31 მარტი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა