OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა; ქალაქი თბილისი , დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, მიმდებარედ (ნაკვეთი 09/177)

AR11085164სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება2 აპრილი, 2025- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7443159
გადაწყვეტილების თარიღი
10 აპრილი, 2025
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
რევაზ ტყემალაძე
დეველოპერი (ს/კ)
405597288

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.009.650
მესაკუთრე
შპს "ნიაპოლისი" (204900759)
ფართობი
1 150 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11085164
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
2 აპრილი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 აპრილი, 2025ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 02 აპრილის №AR11085164 განცხადებით მომართა რევაზ ტყემალაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 24 დეკემბრის №7331982 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 24 დეკემბრის №7331982 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.009.650 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 24 დეკემბრიდან 2026 წლის 24 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 24 დეკემბრის №7331982 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ შეთანხმებულ ფასადებზე, 0.00 ნიშნულის გეგმაზე და კარ-ფანჯრების სპეციფიკაციაში ფიქსირდება ხარვეზი „ფანჯარა 1“-ის მითითებასთან/დაფიქსირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს წარმოდგენილი ფასადების, 0.00 ნიშნულის გეგმის და კარ-ფანჯრების სპეციფიკაციის ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილ 0.00 ნიშნულის გეგმაზე, ფასადებზე და კარ-ფანჯრების სპეციფიკაციაზე დატანილი ცვლილებები არ შეესაბამება სამსახურის 2024 წლის 24 დეკემბრის №7331982 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები არ წარმოადგენს სამსახურის 2024 წლის 24 დეკემბრის №7331982 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს, იგი საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას (კორექტირებას). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განმცხადებლის მიერ მითითებული ცვლილებები არ წარმოადგენს ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 24 დეკემბრის №7331982 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 10 აპრილი, 2025გადაწყვეტილება7443159 - უარი
  3. 2 აპრილი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა