ქალაქი თბილისი , კოტე მარჯანიშვილის ქუჩა N31ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7451668
- გადაწყვეტილების თარიღი
- 17 აპრილი, 2025
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლუკა ჩაგანავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 400287140
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.16.05.003.002
- მესაკუთრე
- შპს "ეიმ რუსთავი" (400287140)
- ფართობი
- 632 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.16.05.003.002საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11086845
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 10 აპრილი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 17 აპრილი, 2025ქალაქის პასუხი
2025 წლის 10 აპრილის №AR11086845 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 10 აპრილის №AR11086845 განცხადებით მომართა ლუკა ჩაგანავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 ბრძანებით №01.16.05.003.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 23 იანვრიდან 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 15 მარტის №6935022 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2024 წლის 23 იანვრის №6849811 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 15 მარტიდან 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 908.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 908.7 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 328.6 კვ.მ-ის ნაცვლად 329.1 კვ.მ., სასაწყობე ფართობი 198.9 კვ.მ-ის ნაცვლად 199.0 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 52.5 კვ.მ-ის ნაცვლად 52.6 კვ.მ. სამსახურმა, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ წარმოდგენილ არქიტექტურულ გეგმებზე დატანილი საცხოვრებელი და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობების ჯამური მაჩვენებლები და მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებული იგივე ფუნქციის მაჩვენებლები ერთმანეთთან შეუსაბამოა. ასევე, წარმოდგენილ გეგმებზე გადაადგილებულია საკადასტრო საზღვარი. ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ფართობების გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია შესწორებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2 წარმოადგინოს სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური არქიტექტურული გეგმები მხოლოდ ფართობების გასწორებით, გეგმარების (მათ შორის საკადასტრო ხაზის) ცვლილების გარეშე. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2025 წლის 10 აპრილის №AR11086845 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 17 აპრილი, 2025გადაწყვეტილება7451668 - სხვა
- 10 აპრილი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმები.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა