ქალაქი თბილისი, ფერმწერთა ქუჩა, N 111
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7462227
- გადაწყვეტილების თარიღი
- 29 აპრილი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლაშა გოგოლაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 426138271
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.16.008.073
- მესაკუთრე
- შპს "არქტური ლისი" (426138271)
- ფართობი
- 46 825 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.16.008.073საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11088047
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 22 აპრილი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 აპრილი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №7275852 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 22 აპრილს №AR11088047 განცხადებით მომართა ლაშა გოგოლაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №7275852 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №7275852 ბრძანებით შეთანხმდა, №01.14.16.008.073 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (შენობა №7) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 11 თებერვლის №7375365 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №7275852 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და საერთო ფართობად დაფიქსირდა 6284.2 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 4378.9 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1054.0 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 833.1 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №7275852 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა, 0.00 ნიშნულის გეგმისა) ჩანაცვლდა 2025 წლის 22 იანვრის №AR11074567 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით გასწორებული გეგმებით. ამასთან, სამსახურის 2025 წლის 15 აპრილის №7448218 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №7275852 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 650.2 კვ.მ. ხოლო, „პარკინგების ნუმერაციის გეგმა“ ჩანაცვლდა 2025 წლის 31 მარტის №AR11084752 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული „პარკინგების ნუმერაციის გეგმით.“ წინამდებარე განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №7275852 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 1054.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1053.3 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო. აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორება გამოიწვევს მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის დაზუსტებასაც და 6284.2 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 6283.5 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №7275852 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №7275852 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 1053.3 კვ.მ., საერთო ფართობად 6283.5 კვ.მ-ს. 2. სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №7275852 ბრძანებით შეთანხმებული +1.500 - +14.700 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №7275852 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის №7275852, 2025 წლის 11 თებერვლის №7375365 და 2025 წლის 15 აპრილის №7448218 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 აპრილი, 2025გადაწყვეტილება7462227 - თანხმობა
- 22 აპრილი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- ტექნიკური ხარვეზი.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა