OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ყოფილი კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია

AR11088059სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება23 აპრილი, 2025- კრწანისი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7463073
გადაწყვეტილების თარიღი
30 აპრილი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მზეონა ზუმბაძე
დეველოპერი (ს/კ)
404692533

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.06.018.235
მესაკუთრე
შპს ,,აპარტ კრწანისი" (404692533)
ფართობი
11 674 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11088059
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
23 აპრილი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 30 აპრილი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 23 აპრილის №AR11088059 განცხადებით მომართა მზეონა ზუმბაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებით №01.18.06.018.235 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (ბლოკი N1) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 28 თებერვლიდან 2029 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2025 წლის 14 მარტის №7411462 და 2025 წლის 03 აპრილის №7436743 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებაში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა: 3809.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 3298.7 კვ.მ., კომერციულ ფართობად: 1152.7 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 1513.5 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 941.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 1925.8 კვ.მ., საერთო ფართობად 12976.2 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებით შეთანხმებული -3, -2, -1, 1, 4, და 6 სართულის არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2025 წლის 06 მარტის №AR11080825 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულების არქიტექტურული გეგმებით განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ავტოსადგომის ფართობი 1925.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1939.3 კვ.მ. საერთო ფართობი 12976.2 კვ.მ-ის ნაცვლად 12989.7 კვ.მ. გარდა ამისა, განმცხადებლის განმარტებით, -3 სართულის გეგმაზე, ექსპლიკაციებში შეცდომით არის მითითებული დამხმარე ფართობის მაჩვენებელი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და -3 სართულის არქიტექტურული გეგმა შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ -3 სართულის არქიტექტურულ გეგმაზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს: 1939.3 კვ.მ. საერთო ფართობად: 12989.7 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2025 წლის 14 მარტის №7411462 ბრძანებით ჩანაცვლებული) -3 სართულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 28 თებერვლის №7396520, 2025 წლის 14 მარტის №7411462 და 2025 წლის 03 აპრილის №7436743 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 30 აპრილი, 2025გადაწყვეტილება7463073 - თანხმობა
  3. 22 აპრილი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა