OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ავთანდილის ქუჩა, N 27

AR11088591სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 აპრილი, 2025- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7466113
გადაწყვეტილების თარიღი
2 მაისი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვასილი ცომაია
დეველოპერი (ს/კ)
405422975

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.037.802
მესაკუთრე
დავით ზაუტაშვილი (P/N: *********85)
ფართობი
315 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11088591
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
25 აპრილი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 მაისი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5660128 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 25 აპრილს №AR11088591 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5660128 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5660128 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ავთანდილის ქუჩა №27-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.037.802) ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 24 ნოემბრიდან 2023 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2022 წლის 08 ივლისის №6026332 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5660128 ბრძანებაში და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა: 75.0 კვ.მ., საერთო ფართობად: 430.0 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5660128 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ აღნიშნულ გეგმებზე გამორჩენილია ბინის ნომრების მითითება. შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5660128 ბრძანებით შეთანხმდა ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. თუმცა, ამავე ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე გამორჩენილი იქნა ბინების ნომრების მითითება (ბინა №1 და ბინა №2). სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ბინების ნუმერაცის მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5660128 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა, გადახურვის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5660128 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5660128 და 2022 წლის 08 ივლისის №6026332 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 2 მაისი, 2025გადაწყვეტილება7466113 - თანხმობა
  3. 25 აპრილი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა