OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა, N 21

AR11088807სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება28 აპრილი, 2025
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7474906
გადაწყვეტილების თარიღი
13 მაისი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლევან ხუხაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
208146754

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.34.002.001
მესაკუთრე
შპს "ისარი-90" (208146754)
ფართობი
3 423 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11088807
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
28 აპრილი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
15 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 მაისი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5216724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 28 აპრილს №AR11088807 განცხადებით მომართა ლევან ხუხაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5216724 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 24 ნოემბრის №5198826 ბრძანებით შეთანხმდა №01.19.34.002.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5216724 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 08 დეკემბრიდან 2022 წლის 08 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის ითხოვს სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5216724 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ, განმარტავს რომ არასწორად არის მითითებული საპროექტო ობიექტის ფუნქცია. განმცხადებელი ასევე, განმარტავს რომ დღევანდელი მდგომარეობით საპროექტო ობიექტს განახლებული აქვს მისამართი. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2020 წლის 26 ნოემბრის №AR1790471 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.19.34.002.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული საწყობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა. სამსახურმა, განიხილა აღნიშნული საკითხი და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა, სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5216724 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად საპროექტო ობიექტის ფუნქციად „საწყობის“ ნაცვლად „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი“, ხოლო საკადასტრო კოდად „№01.19.34.002.001“ ნაცვლად „№01.72.14.035.890“ დაფიქსირდა. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ დღევანდელი მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882025459198; მომზადების თარიღი: 25/04/2025 წ.) №01.19.34.002.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მისამართს წარმოადგენს ქალაქი თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა №21. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882025459198; მომზადების თარიღი: 25/04/2025 წ.), №01.19.34.002.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს სვეტი-53 (საიდენტიფიკაციო ნომერი: 208146754). წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი 2025 წლის 25 აპრილის მინდობილობით დგინდება განმცხადებლის ლევან ხუხაშვილის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5216724 ბრძანებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5216724 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გაიცეს ქალაქ თბილისში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა №21-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.34.002.001) სამსახურის 2020 წლის 24 ნოემბრის №5198826 ბრძანებით შეთანხმებული საწყობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა.“. 2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5216724 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5216724 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 13 მაისი, 2025გადაწყვეტილება7474906 - თანხმობა
  3. 28 აპრილი, 2025ფაილები აიტვირთა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა