ქალაქი თბილისი , ბეშენოვას ქუჩა N9 / ლიპტოვის ქუჩა N8; ქალაქი თბილისი , ბეშენოვას ქუჩა N30
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7485144
- გადაწყვეტილების თარიღი
- 20 მაისი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ელგუჯა პატაშური
- დეველოპერი (ს/კ)
- 404906722
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.21.001.634
- მესაკუთრე
- შპს "ჯინო პარკი" (404906722)
- ფართობი
- 19 257 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 10 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.21.001.634საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11089886
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 მაისი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 20 მაისი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465473 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 05 მაისს №AR11089886 განცხადებით მომართა ელგუჯა პატაშურმა და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465473 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465473 ბრძანებით შეთანხმდა №01.12.21.001.634 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465473 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან კერძოდ: კომერციულ ფართობად 1720.7 კვ.მ-ის ნაცვლად 1373.49 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 4657.41 კვ.მ-ის ნაცვლად 5081.24 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2474.16 კვ.მ-ის ნაცვლად 2535.18 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 1567.85 კვ.მ-ის ნაცვლად 2130.87 კვ.მ-ის, სასტუმროს ნომრების ფართობად 8303.26 კვ.მ-ის ნაცვლად 7476.92 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 22344.17 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465473 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465473 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 22344.17 კვ.მ., კომერციულ ფართობად 1373.49 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 5081.24 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2535.18 კვ.მ., დამხმარე ფართობად 2130.87 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად 7476.92 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465473 ბრძანებით შეთანხმებული -4.00, 0.00, +3.80, +10.60, +17.40, +20.20 და +22.60 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 01 მაისის №7465473 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2025 წლის 01 მაისის №7465473 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 20 მაისი, 2025გადაწყვეტილება7485144 - თანხმობა
- 19 მაისი, 2025ქალაქის პასუხი
- 19 მაისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 15 მაისი, 2025ქალაქის პასუხი
- 15 მაისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 5 მაისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 5 მაისი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა