ქალაქი თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა, N 34ი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7479030
- გადაწყვეტილების თარიღი
- 15 მაისი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მარიამი ჭულუხაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405160819
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.12.024.209
- მესაკუთრე
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "ერთობა"
- ფართობი
- 7 564 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.12.024.209საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11090168
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 6 მაისი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 15 მაისი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №7468874 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 6 მაისის №AR11090168 განცხადებით მომართა მარიამ ჭულუხაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №7468874 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მონაცემებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №7468874 გადაწყვეტილებით სამსახური დაეთანხმა ქ. თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა, N 34ი-ში (ს/კ: 01.12.12.024.209), შპს "ოპტიმა"-ს (405160819) კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობისა (ენერგო ობიექტი) და ღობის განთავსების შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №7468874 გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ შპს "ოპტიმა"-ს (405160819) ნაცვლად დაფიქსირდა „თელასი“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: 882021339507, მომზადების თარიღი: 29/04/2021 წ.), №01.12.12.024.209 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "ოპტიმა" (405160819). თუმცა, ტექნიკური შეცდომის გამო მესაკუთრის მონაცემები არასწორად დაფიქსირდა. ამასთან, ბრძანებაში მიწის ნაკვეთის „მესაკუთრე(ები)“-ის ველში შპს "ოპტიმა" (405160819) სწორად არის მითითებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №7468874 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების ტექსტში „თელასი“-ს ნაცვლად დაფიქსირდეს შპს "ოპტიმა" (405160819). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №7468874 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №7468874 გადაწყვეტილებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 15 მაისი, 2025გადაწყვეტილება7479030 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა