ქალაქი თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა N 22, კორპუსი 1, კორპუსი 2
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7483628
- გადაწყვეტილების თარიღი
- 19 მაისი, 2025
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გივი გოგრიჭიანი
- დეველოპერი (ს/კ)
- 406095130
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.12.024.195
- მესაკუთრე
- შპს "ბინექს" (406095130)
- ფართობი
- 5 000 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.12.024.195საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11090574
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 9 მაისი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 10 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 მაისი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 9 მაისის №AR11090574 განცხადებით მომართა გივი გოგრიჭიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №6352650 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №6352650 ბრძანებით, №01.12.12.024.195 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი 4, შენობა №3) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებლის მიერ განმარტებულია, რომ სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №6352650 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ კიბის უჯრედში „ბ-გ“ ღერძებში არ არის ნაჩვენები მონოლითურ კედელი, ასევე საჰაერო შახტებს მონაცვლებული აქვს ადგილი, შეცვლილია გადახურვის მასალა და სხვ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომების გასწორებას და შეთანხმებული გეგმების ჩანაცვლებას წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილით. სამსახურმა შეთანხმებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2023 წლის 6 მარტის №AR1940225 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, №01.12.12.024.195 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი 4, შენობა №3) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის საპროექტო ობიექტის გეგმა-ნახაზები. სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №6352650 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის გეგმა-ნახაზების საფუძველზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. რაც შეეხება, წარმოდგენილ გეგმა-ნახაზებს, აღნიშნული შეუსაბამოა შეთანხმებულთან, შესაბამისად, უკვე შეთანხმებული გეგმების ცვლილება არ წარმოადგენს ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს, აღნიშნული საჭიროებს პროექტის ცვლილებას (კორექტირებას). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №6352650 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 19 მაისი, 2025გადაწყვეტილება7483628 - უარი
- 8 მაისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 8 მაისი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა