ქალაქი თბილისი , ქუჩა ოთარ ჭილაძე , N 9
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7505144
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 ივნისი, 2025
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- აკაკი ჩხაიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 402202745
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.14.007.023
- მესაკუთრე
- შპს ".სპა" (211393776)
- ფართობი
- 3 668 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.14.007.023საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11092108
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 29 მაისი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 ივნისი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 29 მაისის №AR11092108 განცხადებით მომართა აკაკი ჩხაიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 4 მარტის №7398696 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 მარტის №7398696 ბრძანებით №01.10.14.007.023 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 04 მარტიდან 2026 წლის 04 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2025 წლის 15 მაისის №7479703 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 4 მარტის №7398696 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდა: 1987.19 კვ.მ. სასაწყობე ფართობად: 305.68 კვ.მ. საერთო ფართობად: 23893.07 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2025 წლის 4 მარტის №7398696 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდა წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 4 მარტის №7398696 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, განმცხადებელი, განმარტავს, რომ წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილ -6.00 და -3.00 ნიშულების გეგმებზე შეთანხმებულთან მიმართებით შეცვლილია ზოგიერთი ავტოსადგომის ნუმერაცია, ფართობი და ადგილმდებარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს წარმოდგენილი -6.00 და -3.00 ნიშულების გეგმების ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილ -6.00 და -3.00 ნიშულების გეგმებზე შეთანხმებულთან მიმართებით შეცვლილია ავტოსადგომების ნუმერაცია, ადგილმდებარეობა და ფართობები, აღნიშნული კი არ წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, წარმოდგენილ -6.00 და -3.00 ნიშულების გეგმებზე შეთანხმებულთან მიმართებით შეცვლილია ავტოსადგომების ნუმერაცია, ადგილმდებარეობა და ფართობები, აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს და იგი საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას (კორექტირებას). აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 4 მარტის №7398696 ბრძანებაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 ივნისი, 2025გადაწყვეტილება7505144 - უარი
- 29 მაისი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- ჭილაძე. გეგმები -6 და-3 ნიშნულზე.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა