ქალაქი თბილისი, მარატ ნოზაძის ქუჩა, N 29გ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7535221
- გადაწყვეტილების თარიღი
- 30 ივნისი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლევანი ოქროპირიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404606690
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.13.002.081
- მესაკუთრე
- დავით გზირიშვილი (P/N: *********30)
- ფართობი
- 3 000 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.13.002.081საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11095747
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 16 ივნისი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 14 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 30 ივნისი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 ივნისის №7504011 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 16 ივნისს №AR11095747 განცხადებით მომართა ლევანი ოქროპირიძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 5 ივნისის №7504011 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 ივნისის №7504011 ბრძანებით შეთანხმდა, №01.11.13.002.081 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წინამდებარე განცხადებით, მოთხოვნილია სამსახურის 2025 წლის 5 ივნისის №7504011 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და საცხოვრებელ ფართობად 10934.1 კვ.მ-ის ნაცვლად 10870.1 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 208.0 კვ.მ-ის ნაცვლად 320.5 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1420.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1424.4 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1872.2 კვ.მ-ის ნაცვლად 2298.8 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 473.4 კვ.მ-ის ნაცვლად 514.6 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 16806.8 კვ.მ-ის ნაცვლად 17326.6 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული -3.00, +0.000 და +3.600 ნიშნულების გეგმები არ იცვლება უბრალოდ ხდება აღნიშნული ნიშნულების წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 ივნისის №7504011 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 ივნისის №7504011 ბრძანებაში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 10870.1 კვ.მ., საოფისე ფართობად - 320.5 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 1424.4 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 2298.8 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 514.6 კვ.მ., საერთო ფართობად - 17326.6 კვ.მ. 2. სამსახურის 2025 წლის 5 ივნისის №7504011 ბრძანებით შეთანხმებული -3.00, +0.000 და +3.600 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 ივნისის №7504011 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 5 ივნისის №7504011 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 ივნისი, 2025გადაწყვეტილება7535221 - თანხმობა
- 25 ივნისი, 2025ქალაქის პასუხი
- 25 ივნისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 16 ივნისი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა