OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ძოწის , N 2

AR11096412სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება19 ივნისი, 2025- ნუცუბიძე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7524367
გადაწყვეტილების თარიღი
20 ივნისი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ლეჟავა
დეველოპერი (ს/კ)
405589395

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.01.008.097
მესაკუთრე
შპს "თეთრი კვადრატი მინდელზე" (405589395)
ფართობი
4 179 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11096412
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
19 ივნისი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 20 ივნისი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 19 ივნისს №AR11096412 განცხადებით მომართა გიორგი ლეჟავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებით №01.14.01.008.097 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 7 აპრილიდან 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2025 წლის 8 აპრილის №7442025 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. სამსახურის 2025 წლის 17 ივნისის №7518922 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა ავტოსადგომის ფართობი: 1781.4 კვ.მ., საერთო ფართობი 14939.8 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებით შეთანხმებული -6.2 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდა №AR11094689 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის არქიტექტურული გეგმით. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882025356913, მომზადების თარიღი: 31/03/2025), №01.14.01.008.097 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "თეთრი კვადრატი მინდელზე" (405589395). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22163014, მომზადების თარიღი: 30/12/2022), შპს "თეთრი კვადრატი მინდელზე"-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შორენა დარჩიაშვილი (პ/ნ: 01015005334). წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი 2025 წლის 24 იანვრის მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - გიორგი ლეჟავას უფლებამოსილება. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 8727.8 კვ.მ-ის ნაცვლად 8727.7 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1903.4 კვ.მ-ის ნაცვლად 1903.2 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 13839.2 კვ.მ-ის ნაცვლად 14939.5 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმა შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმაზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი 8727.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 1903.2 კვ.მ., საერთო ფართობი 14939.5 კვ.მ. სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანებით შეთანხმებული -6.20, +15.8 და +19.0 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 7 აპრილის №7439660 და 2025 წლის 17 ივნისის №7518922 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 20 ივნისი, 2025ქალაქის პასუხი
  3. 20 ივნისი, 2025ფაილები აიტვირთა
  4. 20 ივნისი, 2025გადაწყვეტილება7524367 - თანხმობა
  5. 19 ივნისი, 2025ფაილები აიტვირთა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა