ქალაქი თბილისი , სოფელი ლისის ტერიტორია
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7537898
- გადაწყვეტილების თარიღი
- 2 ივლისი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი ლომაია
- დეველოპერი (ს/კ)
- 404731144
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.16.007.478
- მესაკუთრე
- შპს ლისი ცენტრი (404731144)
- ფართობი
- 1 685 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.16.007.478საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-2
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,25
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11096515
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 19 ივნისი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 13 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 2 ივლისი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 31 დეკმებრის №5750881 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 19 ივნისს №AR11096515 განცხადებით მომართა ირაკლი ლომაიამ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 31 დეკმებრის №5750881 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 2 ივლისის №4992172 ბრძანებით, №01.14.16.007.455 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამასთან, აღნიშნული ბრძანებაში დაფიქსირებულია, რომ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ვადა არის მისი გაცემის თარიღიდან 3 (სამი) წელი. სამსახურის 2021 წლის 31 დეკმებრის №5750881 ბრძანებით, დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე, შეთანხმდა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს სამსახურის 2021 წლის 31 დეკმებრის №5750881 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის მიღებისა და აღნიშნულის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ინტერესი. აქედან გამომდინარე, ითხოვს მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. საჯარო რეესტრის ამონაწერების (განცხადების რეგისტრაციის ნომრები: 882025742030, მომზადების თარიღი: 30/06/2025 წ.) თანახმად, №01.14.16.007.478 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ლისი ცენტრი“ (ს/ნ: 404731144 ), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B25090909, მომზადების თარიღი: 19/06/2025 წ.) თანახმად შპს „ლისი ცენტრის“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ირაკლი ლომაია (პ/ნ: №42031000551). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის 2021 წლის 31 დეკმებრის №5750881 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება ავტომატურად იწვევს სამსახურის 2020 წლის 2 ივლისის №4992172 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულობას, ვინაიდან მისი გაცემის თარიღიდან გასულია სამ წელზე მეტი. ამასთან, განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს 2021 წლის 31 დეკმებრის №5750881 ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს ირაკლი ლომაიას 2025 წლის 19 ივნისის №AR11096515 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 31 დეკმებრის №5750881 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 2 ივლისი, 2025გადაწყვეტილება7537898 - თანხმობა
- 19 ივნისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 19 ივნისი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა