OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, თენგიზ შეშელიძის ქუჩა, N 116

AR11097010სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება23 ივნისი, 2025- გლდანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7535091
გადაწყვეტილების თარიღი
30 ივნისი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზურაბ ახალაია
ორგანიზაცია
9513
დეველოპერი (ს/კ)
400229070

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.12.018.257
მესაკუთრე
შპს ,,ტიბინი ჯგუფი" (406117492)
ფართობი
9 300 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11097010
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
23 ივნისი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 30 ივნისი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 მარტის №4914512 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 23 ივნისს №AR11097010 განცხადებით მომართა ზურაბ ახალაიამ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 27 მარტის №4914512 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 27 მარტის №4914512 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა შეშელიძე, №124-ში მდებარე №01.11.12.018.257 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის (ბლოკი №1, №2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 27 მარტიდან 2022 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 1 ოქტომბრის №5621602 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 27 მარტის №4914512 ბრძანებაში და შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2021 წლის 2 სექტემბრის №AR1846719 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 27 მარტის №4914512 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ -7.70 ნიშნულის გეგმაზე არასწორად იყო დატანილი №34 ავტოსადგომის ფართობი, შესაბამისად მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული -7.70 ნიშნულის გეგმა შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ აღნიშნული ნიშნულის გეგმაზე შესაძლებელია №34 ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 33.42 კვ.მ. ამასთან, წარმოდგენილი -7.70 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ხდება აღნიშნული ნიშნულის გეგმაზე ავტოსადგომის ფართობის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 მარტის №4914512 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 მარტის №4914512 ბრძანებაში და შეთანხმებული -7.70 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 მარტის №4914512 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 მარტის №4914512 და 2021 წლის 1 ოქტომბრის №5621602 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 30 ივნისი, 2025გადაწყვეტილება7535091 - თანხმობა
  3. 23 ივნისი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

თანხმობები და ბრძანებები1

  • ჩასანაცვლებელი გეგმები+მესაკუთრის თანხმობა.rarგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა