ქალაქი თბილისი, მარიჯანის ქუჩა, N 2
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7559891
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 ივლისი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ასათიანი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405411095
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.03.039.007
- მესაკუთრე
- შპს "მარიჯანი" (205064712)
- ფართობი
- 4 893 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.03.039.007საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11097065
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 24 ივნისი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 4
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 ივლისი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 3 აპრილის №7436727 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 24 ივნისის №AR11097065 განცხადებით მომართა გიორგი ასათიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 3 აპრილის №7436727 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 3 აპრილის №7436727 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 ნოემბრის №596 და 2024 წლის 27 დეკემბრის №718 განკარგულებების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2025 წლის 2 აპრილის სხდომის N11 ოქმის საფუძველზე, N01.14.03.039.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 03 აპრილიდან 2029 წლის 03 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2025 წლის 3 აპრილის №7436727 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გამორჩენილია სარდაფის ფართობის (35.71 კვ.მ.) დაფიქსირება. ამასთან, საცხოვრებელი ფართობი 42794.43 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 42789.92 კვ.მ. კომერციული ფართობი 10866.56 კვ.მ-ის ნაცვლად 10903.42 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 13573.66 კვ.მ-ის ნაცვლად 13600.33 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 7991.79 კვ.მ-ის ნაცვლად 7849.00 კვ.მ. საერთო ფართობი 88734.77 კვ.მ-ის ნაცვლად 88686.71 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და -6.27 და -3.14 ნიშნულის არქიტექტურული გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 3 აპრილის №7436727 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს: სარდაფის ფართობი: 35.71 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 42789.92 კვ.მ. კომერციულ ფართობად: 10903.42 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 13600.33 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 7849.00 კვ.მ. საერთო ფართობად: 88686.71 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 3 აპრილის №7436727 ბრძანებით შეთანხმებული -6.27 და -3.14 ნიშნულის არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს, წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 3 აპრილის №7436727 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 3 აპრილის №7436727 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 18 ივლისი, 2025გადაწყვეტილება7559891 - თანხმობა
- 17 ივლისი, 2025ქალაქის პასუხი
- 16 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 15 ივლისი, 2025ქალაქის პასუხი
- 15 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 10 ივლისი, 2025ქალაქის პასუხი
- 10 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 24 ივნისი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა