ქალაქი თბილისი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 9ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7548957
- გადაწყვეტილების თარიღი
- 10 ივლისი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ქრისტინა შარაშენიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404504639
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.03.023.089
- მესაკუთრე
- შპს "ბაუსტარი მმ" (404504639)
- ფართობი
- 10 275 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.03.023.089საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11098268
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 1 ივლისი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 ივლისი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 1 ივლისს №AR11098268 განცხადებით მომართა ქრისტინა შარაშენიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ევგენი მიქელაძის ქუჩა №9ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.03.023.089), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6176294 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანებაში და „ა“ და „ბ“ ბლოკების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდა ცალ-ცალკე. სამსხურის 2025 წლის 23 მაისის №7489724 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანებაში (სამსახურის 2022 წლის 24 ოქტომბრის №6176294 ბრძანების გათვალისწინებით) და „ა“ ბლოკის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 2569.6 კვ.მ. საერთო ფართობად - 22371.4 კვ.მ. და შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდა 2025 წლის 28 აპრილის №AR11088640 განცხადებაზე წარმოდგენილი გენ-გეგმით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, „ა“ ბლოკის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობი 2569.6 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 2317.3 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობი 22371.4 კვ.მ-ის ნაცვლად 22119.1 კვ.მ. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული -3.30 ნიშნულის გეგმა და ავტოსადგომის ფართობი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ავტოსადგომისა და საერთო ფართობები არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული -3.30 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ხდება აღნიშნული ნიშნულის წარმოდგენილ გეგმაზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანებაში და „ა“ ბლოკის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 2317.3 კვ.მ., საერთო ფართობად - 22119.1 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსხურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანებით შეთანხმებულის -3.30 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის №5488224, 2022 წლის 24 ოქტომბრის №6176294 და 2025 წლის 23 მაისის №7489724 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 ივლისი, 2025გადაწყვეტილება7548957 - თანხმობა
- 9 ივლისი, 2025ქალაქის პასუხი
- 9 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 1 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმები.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები1
- 5488224 -3,3 ნიშნული.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა