OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, მირიან მეფის ქუჩა, N 113

AR11099511სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება9 ივლისი, 2025- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7554864
გადაწყვეტილების თარიღი
16 ივლისი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზურაბ ლოლაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
400131905

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.07.004.084
მესაკუთრე
შპს "ქართულ-უკრაინული სამშენებლო ჯგუფი" (400131905)
ფართობი
4 873 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11099511
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
9 ივლისი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 16 ივლისი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №7282091 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 09 ივლისს №AR11099511 განცხადებით მომართა ზურაბ ლოლაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №7282091 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №7282091 ბრძანებით №01.10.07.004.084 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 11 ნოემბრიდან 2028 წლის 11 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2025 წლის 20 ივნისის №7522911 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №7282091 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +34.88 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა №AR11092304 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №7282091 ბრძანებაში არასწორად არის მითითებული კომერციული ფართობი. კერძოდ, კომერციული ფართობი 276.7 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 275.7 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული კომერციული ფართობი შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი კომერციული ფართობი არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება. აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ კომერციული ფართობის დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ კომერციული ფართობის გასწორებასთან ერთად ზუსტდება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 13860.8 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №7282091 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდეს 275.7 კვ.მ., საერთო ფართობად 13860.8 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №7282091 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №7282091 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №7282091 და სამსახურის 2025 წლის 20 ივნისის №7522911 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 16 ივლისი, 2025გადაწყვეტილება7554864 - თანხმობა
  3. 9 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა