ქალაქი თბილისი , შატბერაშვილის და კეკელიძის ქუჩის მიმდებარედ, (ნაკვეთი N11)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7563622
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 ივლისი, 2025
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი შანშიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 202906427
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.12.003.016
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "ვითიბი ბანკი ჯორჯია" (202906427)
- ფართობი
- 6 852 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.12.003.016საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11099908
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 13 ივლისი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 ივლისი, 2025ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 13 ივლისის №AR11099908 განცხადებით მომართა გიორგი შანშიაშვილმა და ქალაქი თბილისი , შატბერაშვილის და კეკელიძის ქუჩის მიმდებარედ, (ნაკვეთი №11) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.12.003.016) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემობები და დაადგინა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 დეკემბრის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის შესაბამისად, ვცელდება სატყეო ზონა. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატყეო ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე ასევე დასაშვებია საკულტო და კანონმდებლობით განსაზღვრული საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხაზობრივი-საინჟინრო შენობა-ნაგებობების განთავსება. შესაბამისად, განსახილველ მიწის ნაკვეთზე ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასაშვები არ არის. ამასთან, საგულისხმოა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდებარეობს გეოსაშიშროების მაღალი კატეგორიის ზონაში. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე „ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ჟვანიას, შატბერდაშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების მიმდებარედ არსებული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ივლისის №235 განკარგულებით დამტკიცებული იყო განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 დეკემბრის №39-18 დადგენილებით გამოცხადებულია შეუსაბამო ქალაქთმშენებლობით დოკუმენტად. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დანართი №2-ის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეუსაბამო ქალაქთმშენებლობით დოკუმენტს წარმოადგენს ჟვანიას ქუჩის ბოლოში, ლანდშაფტური ტერიტორიების სამშენებლო განვითარებისათვის დამუშავებული განაშენიანების რეგულრიების გეგმა (მოცემული პროექტი ითვალისწინებს ლანდშაფტური ტერიტორიის სამშენებლო განვითარებას. მოცემული ტერიტორია წარმოადგენს, ერთი მხრივ, ლანდშაფტისა და გარემოსდაცვისათვის მნიშვნელოვან არეალს (მოიცავს წითელ წიგნში შესული სახეობის – ხმელთაშუა ზღვის კუს - გავრცელების არეალს, რომლის ხელყოფაც დაუშვებელია საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე), მეორე მხრივ, გააჩნია კულტურულ-ისტორიული ღირებულება და წარმაოდგენს ქალაქის მემკვიდრეობას რომელიც დაცულია საქართველოს კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ასევე ტერიტორიას გააჩნია წყალშემკრები ხასიათი და მასზე დაგეგმილი განვითარებები ხელს უწყობს ქალაქის მიმდებარე არეალებისათვის ბუნებრივი კატასტროფების რისკების ზრდას. ამასთან მოცემულ არეალს გააჩნია შეზღუდული წვდომა სატრანსპორტო-ინრასტრუქტურულ და კომუნალურ რესურსებზე, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ტერიტორიაზე ქალაქგეგმარებით პროექტით დაგეგმილ განვითარებებს). გარდა აღნიშნულისა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, ტერიტორია მდებარეობს ისტორიული ნაწილის დამცავი შეზღუდვის ზონაში, კერძოდ, მასზე ვრცელდება ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, სადაც პრიორიტეტად განისაზღვრულია ბუნებრივი ლანდშაფტების ისტორიულად შენარჩუნებული არეალების დაცვა. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის თანახმად, ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის დადგენის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების, ასევე ისტორიულ მოვლენებთან, გადმოცემებთან და ფოლკლორთან დაკავშირებული ადგილების ისტორიულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და მისი იერსახის აღდგენა. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში აუცილებელია: ბუნებრივი რელიეფისა და წყალსატევების შენარჩუნება, ლანდშაფტის განთავისუფლება კულტურულ ღირებულებას მოკლებული, დისონანსის შემტანი შენობა-ნაგებობებისა და ნარგავებისაგან, მცენარეული საფარის დაცვა-რეგულირება, ტყისა და მწვანე საფარის ბუნებრივი აღდგენის უზრუნველყოფა, მდელოებისა და სხვა ტერიტორიების დაცვა დამეწყვრისა და წალეკვისაგან. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ: ა) შემდეგი სამშენებლო სამუშაოები: ა.ა) კულტურული ან ისტორიული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები; ა.ბ) დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ მიზნებთან და ამოცანებთან ფუნქციურად დაკავშირებული ნაგებობების, საზოგადოებრივ ინტერესებთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობების ან სახელმწიფოებრივი ინტერესით განპირობებული იმგვარი ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა, რომლებიც მნიშვნელოვნად არ უცვლის სახეს ისტორიულ რელიეფსა და ლანდშაფტს, არ აუარესებს ზონაში დაცული და ვიზუალური დაცვის არეალებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის აღქმას; ბ) ისეთი სამეურნეო საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ მიზნებსა და ამოცანებს. შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება ეწინააღმდეგება აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს 2025 წლის 13 ივლისის №AR11099908 განცხადება.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 ივლისი, 2025გადაწყვეტილება7563622 - უარი
- 13 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- topo.dwg
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა