ქალაქი თბილისი , სოფელი წავკისი
- საერთო ფართობი
- 358,7 მ²
- განაშენიანების ფართობი
- 318,3 მ²
- საცხოვრებელი ფართობი
- 290,6 მ²
- მიწის ნაკვეთის ფართობი
- 655 მ²
- სიმაღლე
- 9,1 მ
- ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
- 2,2 მ
- სამშენებლო მოცულობა
- 1 390 მ³
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი მოსულიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405631758
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- გივი გიგინეიშვილი
- პირადი ნომერი
- *********41
- ორგანიზაცია
- შპს 'წავკისი ესეთ მენეჯმენთ'
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 405631758
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- გიორგი მოსულიშვილი
- პირადი ნომერი
- *********33
- ორგანიზაცია
- შპს "მოსულიშვილი და პარტნიორები"
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 204537778
- თანაავტორები
- სახელი
- სალომე გოგიჩაიშვილი
- სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
- სახელი
- ბელა გოგოლაური
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.81.02.356.052
- მესაკუთრე
- შპს "წავკისი ესეთ მენეჯმენთ" (405631758)
- ფართობი
- 655 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.81.02.356.052საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-1
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,3
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11101074
- სტატუსი
- შუალედური
- რეგისტრაცია
- 12 ნოემბერი, 2025
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- ახლა ელოდება
- განმცხადებლის პასუხს
- ქალაქის ბოლო პასუხი: 2 დეკემბერი, 2025 (356 დღე)
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 2 დეკემბერი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ფუნქციას. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულების სახით დაფიქსირდეს: „შენობა-ნაგებობის როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ პერიოდში შენარჩუნდება შენობის ფუნქცია „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“ და არ მოხდება ობიექტის დაყოფა ცალკეულ საცხოვრებელ ერთეულებად (ბინებად), იდენტიფიცირებად ფართებად.“. საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულება უნდა დაფიქსირდებოდეს ზუსტად ზემოაღნიშნული ფორმულირებით და საფუძვლებში მითითებული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წინამდებარე გადაწყვეტილების ნომერი. 2. წარმოდგენილი იქნას საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით, შეთანხმებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან. 3. .არსებობის შემთხვევაში მერის განკარგულების რეკვიზიტები - შეივსოს განკარგულება 198 26/04/2024 წ. 4. .ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : კ2 კოეფიციენტის ფართობში მეორე სართულზე "3-1" ღერძებში გადახურული საზაფხულო ფართები უნდა იანგარიშოთ 1/3-ით. 5. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : დაკორექტირდეს კ2 კოეფიციენტის საანგარიშო კროკი. 6. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/საექსპერტო შეფასება; საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა/ საექსპერტო შეფასება -> საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/საექსპერტო შეფასება; საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა/ საექსპერტო შეფასება: 7. მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი. -> .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნას მშენებლობის ორგანიზების პროექტი; გაცნობებთ, რომ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, მშენებლობის ორგანიზების პროექტი მინიმუმ უნდა მოიცავდეს: ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ბ) განმარტებით ბარათს, შემდეგი ინფორმაციით: ბ.ა) სამშენებლო მოედნის ორგანიზების და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების აღწერა; ბ.ბ) მშენებლობის რიგითობის, ეტაპების და მათი ხანგრძლივობის აღწერა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად. ბ.გ) არსებობის შემთხვევაში, დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს; ბ.დ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდების და ღონისძიებების აღწერა. გ) სამშენებლო მოედნის გეგმას (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, სამშენებლო მოედნის საზღვრების, საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკის მოძრაობის სქემის და განთავსების, ასევე სამშენებლო მასალების და დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილების ჩვენებით); დ) მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკს, მშენებლობის რიგითობის, ეტაპების და მათი ხანგრძლივობის მიხედვით, II კლასის მშენებლობისას – მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ეტაპი. გაითვალისწინეთ, რომ მშენებლობის ორგანიზების პროექტი უნდა იყოს იმდენად დეტალური, რომ იძლეოდეს მშენებლობის განხორციელებისთვის ამომწურავ ინფორმაციას. 8. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის რიცხვითი მაჩვენებელი: მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნას კ2 კოეფიციენტის მიხედვით 1 კვმ-ზე 4 ლარი. თქვენს შემთხვევაში დამატებით გადასახდელია სხვაობა და აუზის მოსაკრებელი 50 ლარი. 9. წარმოდგენილ იქნეს სათანადო წესით დამოწმებული განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. წარმოდგენილ იქნეს იპოთეკარის თანხმობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.10. გეოლოგია არ არის მისაღები ვინაიდან: 1. ანგარიშის ავტორის ხელმოწერაში იკვეთება კომპიუტერული მანიპულაცია (სხვა დოკუმენტიდან ამოჭრა - კოპირება და შემდგომ წარმოდგენილ დოკუმენტში ჩასმა), რაც დაუშვებელია. ხელმოწერა უნდა იყოს ყველგან სველი ან იუსტიციის სამინისტროს მიერ გაციფრულებული. 2. ს/გეოლოგიურ ანგარიშს აკლია ნებისმიერი ციფრული აპარატის (ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი) მიერ ფიქსირებულად ციფრულად დათარიღებული, ადგილზე - სამიზნე სამშენებლო მოედანზე საველე სამუშაოთა წარმოების თვალსაჩინო ფოტომასალა (მასშტაბური - მუშაობისას გარემოს ფონზე და დეტალური), რამეთუ ზემოთ აღნიშნული უპირობოდ ფოტოაპარატით, ან მობილური ტელეფონით ციფრულად - ფიქსირებულად დათარიღებული ფოტოფიქსაცია წარმოადგენს ანგარიშის შემადგენელ ნაწილს და სამუშაოთა წარმოების ერთ-ერთ მტკიცებულებას. 3. საექსპერტო შეფასებას აკლია ექსპერტის ციფრული ხელმოწერა. Adobe-ს პროგრამა აჩვენებს, რომ ციფრული ხელმოწერის ადგილი ცარიელია. შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას კორექტირებული და დაზუსტებული გეო-დოკუმენტაცია.11. კონსტრუქციულ და არქიტექტურულ ნაწილში არ არის შესაბამისობაში სვეტები „D“ ღერძზე. კონსტრუქციულ პროექტსა და საექსპერტო შეფასებაში მითითებული იქნას საპროექტო ტერიტორიის საკადასტრო კოდი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 8 აგვისტო, 2025ფაილები აიტვირთა
- 25 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 25 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 23 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 22 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 22 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები11
დასკვნები და აზომვები2
სხვა ფაილები8
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა