ქალაქი თბილისი , სოფელი წავკისი
- საერთო ფართობი
- 538,7 მ²
- განაშენიანების ფართობი
- 471,5 მ²
- საცხოვრებელი ფართობი
- 356 მ²
- მიწის ნაკვეთის ფართობი
- 706 მ²
- სიმაღლე
- 12,5 მ
- ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
- 2,2 მ
- სამშენებლო მოცულობა
- 1 901 მ³
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი მოსულიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405631758
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- გივი გიგინეიშვილი
- პირადი ნომერი
- *********41
- ორგანიზაცია
- შპს 'წავკისი ესეთ მენეჯმენთ'
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 405631758
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- გიორგი მოსულიშვილი
- პირადი ნომერი
- *********33
- ორგანიზაცია
- შპს "მოსულიშვილი და პარტნიორები"
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 204537778
- თანაავტორები
- სახელი
- სალომე გოგიჩაიშვილი
- სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
- სახელი
- ბელა გოგოლაური
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.81.02.356.055
- მესაკუთრე
- შპს "წავკისი ესეთ მენეჯმენთ" (405631758)
- ფართობი
- 706 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.81.02.356.055საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-1
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,3
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11101153
- სტატუსი
- შუალედური
- რეგისტრაცია
- 12 ნოემბერი, 2025
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- ახლა ელოდება
- განმცხადებლის პასუხს
- ქალაქის ბოლო პასუხი: 10 დეკემბერი, 2025 (348 დღე)
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 დეკემბერი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ, რომ ატვირთულ დოკუმენტაციაში გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები (ხარვეზის შესახებ ინფორმაცია მითითებულია შესაბამისი ველების გასწვრივ), კერძოდ: 1. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-5 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების თანახმად II კლასის შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლებია: 500 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა, შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან ტოლია 7 მ-ისა. თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ საპროექტო ობიექტი თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება III კლასის შენობა - ნაგებობას (შენობა-ნაგებობის სიმაღლე განისაზღვრება საძირკვლის ყველაზე დაბალი ნიშნულიდან), რადგან შენობის სიმაღლე აღემატება 12მ-ს ( შეადგენს 12.50მ-ს). აქედან გამომდინარე საჭიროა სამსახურის ელექტრონულ მისამართზე www.tas.ge კლასის განსაზღვრის კალკულატორში სწორად მიუთითოთ საპროექტო შენობის პარამეტრები ან შენობა მოიყვანოთ II კლასის მახასიათებლებთან შესაბამისობაში. აქედან გამომდინარე შესაბამისად გიხარვეზებათ ყველა საჭირო ველი და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები გადამოწმება შესწორება პროექტის წარმოდგენის შემდგომ. 2. .მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების (გაპი) რეკვიზიტები.->.დადგენილი გაპის ბრძანების ნომერი.: - ველში უნდა მიეთითოს 16-0123332404 (განკ. 575 21.11.2023წ.) 3. .მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების (გაპი) რეკვიზიტები.->.დადგენილი გაპის ბრძანების თარიღი.: - ველში უნდა მიეთითოს 28/11/2023წ. 4. .არსებობის შემთხვევაში სამსახურის მიერ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) რეკვიზიტები. -> .შეთანხმებული პროექტის ბრძანების ნომერი.: 16-01241223646 (განკ. 198 26.04.2024წ.) 5. .არსებობის შემთხვევაში სამსახურის მიერ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) რეკვიზიტები. -> .შეთანხმებული პროექტის ბრძანების თარიღი.: 01/05/2024წ. 6. .ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .განაშენიანების ფართობი (კვ.მ).: წარმოდგენილი კროკებით განაშენიანების ფართობი მცირედით მეტს შეადგენს. სწორად მოხდეს კროკების დაჯამება და ველში სწორად მიეთითოს განაშენიანების ფართობის მაჩვენებელი 7. .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი. -> .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილი.: .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი. -> .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილი.: წარმოდგენილ იქნას მშენებლობის ორგანიზების პროექტი; გაცნობებთ, რომ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, მშენებლობის ორგანიზების პროექტი მინიმუმ უნდა მოიცავდეს: ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ბ) განმარტებით ბარათს, შემდეგი ინფორმაციით: ბ.ა) სამშენებლო მოედნის ორგანიზების და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების აღწერა; ბ.ბ) მშენებლობის რიგითობის, ეტაპების და მათი ხანგრძლივობის აღწერა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად. ბ.გ) არსებობის შემთხვევაში, დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს; ბ.დ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდების და ღონისძიებების აღწერა. გ) სამშენებლო მოედნის გეგმას (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, სამშენებლო მოედნის საზღვრების, საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკის მოძრაობის სქემის და განთავსების, ასევე სამშენებლო მასალების და დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილების ჩვენებით); 8. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის რიცხვითი მაჩვენებელი: მოსაკრებლის რიცხვითი მაჩვენებელი გადამოწმებული იქნას კ-2 კოეფიციენტის დაზუსტების შემდგომ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ გადახდილ უნდა იქნეს კ-2 კოეფიციენტის მაჩვენებლისა და უკვე გადახდილი თანხის სხვაობის შესაბამისად 1 კვ. მ_ზე 4 ლარის ოდენობით. ამასთანავე იმ შემთხვევაში თუ ძირითად შენობასთან ერთად, შენდება ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელსაც არ აქვს კ-2-ის საანგარიშო ფართობი (არ შედის კ2-ში), გადასახდელი მოსაკრებელი დამატებით შეადგენს (II კლასის ობიექტისთვის) 50 ლარს. 9. წარმოსადგენია არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტოსურათზე დამუსავებული ფოტომონტაჟი. 10. გრგს პირობის თანახმად, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა განხორციელდეს საპროექტო ტერიტორიაზე ბიოლოგიური გამწმენდი სადგურის (ბიოტალების/სეპტიკების) განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ. 11. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ფუნქციას. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულების სახით დაფიქსირდეს: „შენობა-ნაგებობის როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ პერიოდში შენარჩუნდება შენობის ფუნქცია „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“ და არ მოხდება ობიექტის დაყოფა ცალკეულ საცხოვრებელ ერთეულებად (ბინებად), იდენტიფიცირებად ფართებად.“. საჯარო რეესტრის ამონაწერში ვალდებულება უნდა დაფიქსირდებოდეს ზუსტად ზემოაღნიშნული ფორმულირებით და საფუძვლებში მითითებული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წინამდებარე გადაწყვეტილების ნომერი. 12. წარმოსადგენია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით. საბოლოო შეთანხმებული სქემები წერილებთან ერთად წარმოდგემილი იქნას არქიტექტურის სამსახურში. 13. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილების „დანართი 21“-ით განსაზღვრული წესის შესაბამიდად, წარმოდგენილ იქნეს, დასუფთავების მოსაკრებლისგადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ა
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 8 აგვისტო, 2025ფაილები აიტვირთა
- 28 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 25 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
- 23 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები12
დასკვნები და აზომვები1
- #17 - საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა.საექსპერტო შეფასება; საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა. საექსპერტო შეფასება.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები5
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა