ქალაქი თბილისი , ნუცა ღოღობერიძის ქუჩა N9
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7583675
- გადაწყვეტილების თარიღი
- 7 აგვისტო, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნინო ფარცხალაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405047701
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.12.003.130
- მესაკუთრე
- შპს "ბალტიკ ინვესტმენტ გრუპ" (405047701)
- ფართობი
- 5 213 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.12.003.130საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11101359
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 22 ივლისი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 16 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 აგვისტო, 2025ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7231517 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 22 ივლისის №AR11101359 განცხადებით მომართა ნინო ფარცხალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7231517 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7231517 ბრძანებით, №01.14.12.003.130 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი III) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 27 სექტემბრიდან 2025 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით. სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №7428129 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7231517 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდა: 446.0 კვ.მ. საერთო ფართობად: 16881.93 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7231517 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ „2024 წლის 27 სექტემბრიდან 2025 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა „2024 წლის 27 სექტემბრიდან 2025 წლის 27 აპრილის ჩათვლით..“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 5 ივლისის №AR11045770 განცხადებით, მოთხოვნილ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 12 თვეზე. სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7231517 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7231517 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7231517 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 27 სექტემბრიდან 2025 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7231517 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7231517 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 აგვისტო, 2025გადაწყვეტილება7583675 - თანხმობა
- 22 ივლისი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- ხარვეზი-ჟვანია.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა