OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ვაზისუბნის დასახლება, I მიკრო/რაიონი, N 4ა

AR11103193სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება4 აგვისტო, 2025
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7601184
გადაწყვეტილების თარიღი
22 აგვისტო, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავით ბაირამაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405276892

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.07.041.010
მესაკუთრე
შპს "სითი დეველოპმენტი 2018" (405276892)
ფართობი
2 189 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11103193
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
4 აგვისტო, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 22 აგვისტო, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 ივლისის №7542449 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 4 აგვისტოს №AR11103193 განცხადებით მომართა დავით ბაირამაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2025 წლის 4 ივლისის №7542449 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 ივლისის №7542449 ბრძანებით №01.17.07.041.010 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია 2025 წლის 4 ივლისის №7542449 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად - 319.19 კვ.მ-ის დაფიქსირება, ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 8212.3 კვ.მ-ის ნაცვლად 8225.1 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 307.6 კვ.მ-ის ნაცვლად 311.5 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1008.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1022.6 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1028.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1049.1 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორებასთან ერთად ზუსტდება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 11934.7კვ.მ-ს. ამასთან დგინდება, რომ სამსახურის 2025 წლის 4 ივლისის №7542449 ბრძანებით შეთანხმებულ -4.20 და 0.00 ნიშნულების გეგმებზე ჯამურად მდებარეობს 23 ღია ავტოსადგომი და მათი საერთო ფართობი შეადგენს 319.19 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 ივლისის №7542449 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 ივლისის №7542449 ბრძანებაში და: 1.1. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 11934.7კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 8225.1 კვ.მ., კომერციულ ფართობად 311.5 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1022.6 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 1049.1 კვ.მ. 1.2. ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 319.19 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 ივლისის №7542449 ბრძანებით შეთანხმებული -4.20 და 0.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 ივლისის №7542449 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 4 ივლისის №7542449 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 22 აგვისტო, 2025გადაწყვეტილება7601184 - თანხმობა
  3. 21 აგვისტო, 2025ქალაქის პასუხი
  4. 21 აგვისტო, 2025ფაილები აიტვირთა
  5. 14 აგვისტო, 2025ქალაქის პასუხი
  6. 14 აგვისტო, 2025ფაილები აიტვირთა
  7. 4 აგვისტო, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა