OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის II შესახვევი, N 8

AR11103934სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება11 აგვისტო, 2025- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7596451
გადაწყვეტილების თარიღი
19 აგვისტო, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავით ფანჯაკიძე
დეველოპერი (ს/კ)
400232707

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.007.217
მესაკუთრე
შპს "ტეტრისი" (404895556)
ფართობი
7 056 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11103934
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
11 აგვისტო, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 აგვისტო, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 3 ივლისის №7538234 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 11 აგვისტოს №AR11103934 განცხადებით მომართა დავით ფანჯაკიძემ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 3 ივლისის №7538234 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 3 ივლისის №7538234 ბრძანებით, №01.14.05.007.217 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალფუნქციური კომპლექსის (ბლოკი №5, კორპუსი „გ“) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 3 ივლისიდან 2026 წლის 3 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2025 წლის 24 ივლისის №7566978 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2025 წლის 3 ივლისის №7538234 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა 8989.4 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 215.8 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე დაფიქსირდა „გ“ კორპუსისთვის (ბლოკი №5) განკუთვნილი ღია ავტოსადგომის 582.7 კვ.მ. ფართობი და შეთანხმებული -2.800, +69.310 და 0.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2025 წლის 15 ივლისის №AR11100171 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2025 წლის 3 ივლისის №7538234 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებიდან ავტოსადგომის 53.9 კვ.მ. ფართობის ამოღებას. ხოლო, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად 8944.4 კვ.მ-ის ნაცვლად 8884.5 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო ობიექტისთვის საერთოდ არ არის გათვალისწინებული ავტოსადგომის ფართობი, შესაბამისად შესაძლებელია აღნიშნული ფართობის ამოღება მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობიდან. აღსანიშნავია, რომ ავტოსადგომის ფართობის ამოღება, გამოიწვევს მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის დაზუსტებასაც და შეადგენს არა 8884.5 კვ.მ-ს, როგორც მოთხოვნის ტექსტშია დაფიქსირებული, არამედ 8935.5 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 3 ივლისის №7538234 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 3 ივლისის №7538234 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნეს ავტოსადგომის 53.9 კვ.მ. ფართობი. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 8935.5 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 3 ივლისის №7538234 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 3 ივლისის №7538234 და 2025 წლის 24 ივლისის №7566978 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 19 აგვისტო, 2025გადაწყვეტილება7596451 - თანხმობა
  3. 11 აგვისტო, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა