ქალაქი თბილისი, თეიმურაზ I ქუჩა, N 14
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7620701
- გადაწყვეტილების თარიღი
- 11 სექტემბერი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 26 აგვისტო, 2025 – 6 დეკემბერი, 2026
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვასილი ცომაია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405461432
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.06.001.248
- მესაკუთრე
- შპს "გრადა პარკი" (405461432)
- ფართობი
- 12 927 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 24 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.06.001.248საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11106917
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 3 სექტემბერი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 11 სექტემბერი, 2025ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 03 სექტემბერს №AR11106917 განცხადებით მომართა ვასილ ცომაიამ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.06.001.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (№4 ბლოკი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 26 აგვისტოდან 2026 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 6789.2 კვ.მ-ის ნაცვლად 6554 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1490.4 კვ.მ-ის ნაცვლად 1491.7 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 1685.4 კვ.მ-ის ნაცვლად 1722.5 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 53.1 კვ.მ-ის ნაცვლად 36.1 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1494.7 კვ.მ-ის ნაცვლად 1511 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 11512.8 კვ.მ-ის ნაცვლად 11315.13 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ ავტოსადგომების ფართობების და ნუმერაციის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 11315.13 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 6554 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1491.7 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 1722.5 კვ.მ., დამხმარე ფართობად 36.1 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 1511 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 26 აგვისტოს №7604834 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 11 სექტემბერი, 2025გადაწყვეტილება7620701 - თანხმობა
- 9 სექტემბერი, 2025ქალაქის პასუხი
- 9 სექტემბერი, 2025ფაილები აიტვირთა
- 3 სექტემბერი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმარება.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები1
- GRADA PARKI BLOKI IV.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა