ქალაქი თბილისი, მირიან მეფის ქუჩა, N 47
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 7634009
- გადაწყვეტილების თარიღი
- 19 სექტემბერი, 2025
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დიმიტრი მოსულიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405213585
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.08.006.128
- მესაკუთრე
- ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული
- ფართობი
- 640 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.08.006.128საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11107765
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 9 სექტემბერი, 2025
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 სექტემბერი, 2025გადაწყვეტილება7634009 - თანხმობა
- 19 სექტემბერი, 2025ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №7260268 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 9 სექტემბერს №AR11107765 განცხადებით მომართა დიმიტრი მოსულიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №7260268 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №7260268 გადაწყვეტილებით შეთანხმდა, №01.10.08.006.128 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსის/შენობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 19 დეკემბრის №7325577 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №7589355 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2024 წლის 19 დეკემბრის №7325577 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით, მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №7260268 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და ±0.000 ნიშნულის გეგმაზე ავტომობილების სადგომებსა და სავალ ნაწილზე შესაბამისი ფართობების დაფიქსირება. +10.200 ნიშნულის გეგმასა და გეგმაზე გამოტანილ შტამპებზე საზაფხულო ფართობების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა და +16.50 ნიშნულის გეგმაზე ბინების ნუმერაციების დაზუსტება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმა-ნახაზები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო და ბინების ნუმერაციები. შესაბამისად, შესაძლებელია შეთანხმებული ±0.000, +10.200 და +16.50 ნიშნულების გეგმების ჩანაცვლება წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №7260268 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №7260268 გადაწყვეტილებაში და შეთანხმებული ±0.000, +10.200 და +16.50 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №7260268 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 ოქტომბრის №7260268 გადაწყვეტილებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 18 სექტემბერი, 2025ქალაქის პასუხი
- 18 სექტემბერი, 2025ფაილები აიტვირთა
- 11 სექტემბერი, 2025ქალაქის პასუხი
- 11 სექტემბერი, 2025ფაილები აიტვირთა
- 9 სექტემბერი, 2025ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა