OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ცამეტი ასურელი მამის III შესახვევი, N 13

AR11109124სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება18 სექტემბერი, 2025- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7642477
გადაწყვეტილების თარიღი
25 სექტემბერი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დათო მაისაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405778840

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.324.007
მესაკუთრე
შპს ურბან ვილა (405778840)
ფართობი
423 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11109124
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
18 სექტემბერი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 25 სექტემბერი, 2025ქალაქის პასუხი

    დაკმაყოფილდეს 18/09/2025 AR11109124 განცხადება და დამტკიცდეს თანდართული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები; მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები I. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ: 1. საკადასტრო კოდ(ებ)ი: 01.72.14.324.007 2. ფართობი: 423.00 კვ.მ 3. მიზნობრივი დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო ზონები, რომლებიც ვრცელდება ნაკვეთზე: ფუნქციური ზონა (ზონები): საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1); ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონა: პერიფერიული ზონა; II. ძირითადი მოთხოვნები მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ: 1. სამშენებლო განვითარების მიზანი: მშენებლობის სახეობა: ახალი მშენებლობა საპროექტო ობიექტი: ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი ფუნქცია/დანიშნულება: საცხოვრებელი 2. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით დადგენილი კონკრეტული ფუნქციური ზონ(ებ)ის პარამეტრები: საცხოვრებელი ზონა 1(სზ-1) - დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს მხოლოდ არსებულ/დაგეგმილ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არასასოფლო-სამეურნეო ან/და საკარმიდამო გამოყენების სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს; განაშენიანების დომინირებული სახეობაა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები; განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 0,5 კოეფიციენტი კ-2 0,8 კოეფიციენტი კ-3 0,4 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 200/600* კვ.მ მინიმალური სიგანე 9 მეტრი მინიმალური სიღრმე 15 მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრი შენიშვნა 600* – 2020 წლის 1 იანვრიდან გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე დაყოფის (გამიჯვნის) შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთებისათვის შენიშვნა: კოეფიციენტების ანგარიშის წესი იხილეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებში. 3. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა: განაშენიანების რეგულირების (წითელი) ხაზი: იხ. დანართი განაშენიანების სავალდებულო (ლურჯი) ხაზი: იხ. დანართი დანიშნულება: ქუჩის სწორხაზოვანი მოშენების ჩამოყალიებება, შეზღუდვა: ძირითადი ნაგებობა უნდა განთავსდეს დადგენილ განაშენიანების რეგულირების სავალდებულო ლურჯი ხაზის საზღვარზე, ხოლო პანდუსი, ფაჩატური, კიბე, ბასეინი და ა.შ შესაძლებელია აგანთავსდეს მის გარეთ; დანიშნულება: საპროექტო (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი) შენობა–ნაგებობის განთავსებისთვის. შეზღუდვა: ძირითადი ნაგებობა არ უნდა გასცდეს დადგენილ განაშენიანების რეგულირების ხაზის საზღვარს, ხოლო პანდუსი, ფაჩატური, კიბე, ბასეინი და ა.შ შესაძლებელია აგანთავსდეს მის გარეთ; საზოგადოებრივი საზღვრები: აღმოსავლეთით უკანა ეზო: დანართის შესაბამისად (იხ. დანართი) მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე: განისაზღვროს საზოგადოებრივი საზღვრის და უკანა ეზოს მხრიდან შენიშვნა: მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის და მათი ნაწილების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის კონკრეტული წესები იხილეთ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“-ს V თავი. III. გაფრთხილება: არქიტექტურული პროექტი უნდა მომზადდეს წინამდებარე პირობების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დაცულ იქნას სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადგენილი პირობები.

    მეტის ჩვენება
  2. 25 სექტემბერი, 2025გადაწყვეტილება7642477 - თანხმობა
  3. 18 სექტემბერი, 2025ფაილები აიტვირთა
  4. 17 სექტემბერი, 2025ფაილები აიტვირთა
  5. 17 სექტემბერი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • Sps urban vila topografia-01.72.14.097.007.dwg

სხვა ფაილები6

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა