OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N23, კორპუსი N5

AR11109311სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება18 სექტემბერი, 2025- ვაშლიჯვარი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7642292
გადაწყვეტილების თარიღი
25 სექტემბერი, 2025
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ალექსანდრე თაბუკაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405116716

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.10.025.098
მესაკუთრე
შპს "ემკვადრატის პარკი" (405116716)
ფართობი
5 854 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11109311
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
18 სექტემბერი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 25 სექტემბერი, 2025ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 18 სექტემბერს №AR11109311 განცხადებით მომართა ალექსანდრე თაბუკაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.10.025.098 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2025 წლის 8 ივლისის №7544928 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. სამსახურის 2025 წლის 16 ივლისის №7554913 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და საერთო ფართობად დაფიქსირდა 29062.09 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად - 13197.59 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 2475.13 კვ.მ. და შეთანხმებული 24-ე სართულის გეგმა ჩანაცვლდა 2025 წლის 9 ივლისის №AR11099589 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე სართულის გასწორებული გეგმით. სამსახურის 2025 წლის 30 ივლისის №7572375 ბრძანებით კვლავ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებაში და ტექნიკურეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდა 2471.92 კვ.მ., საერთო ფართობად - 29058.88 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს, სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებაში, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს 0.000 ნიშნულზე მდებარე ღია ავტოსადგომების ფართობი 469 კვ.მ. სამსახურმა, დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებით შეთანხმებული 0.000 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს 32 ღია ავტოსადგომი და მათი საერთო ფართობი შეადგენს 469 კვ.მ-ს. ამასთან, წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება აღნიშნულ გეგმაზე ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომების ზომების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 469 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებით შეთანხმებული 0.000 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №7323811 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 25 სექტემბერი, 2025გადაწყვეტილება7642292 - თანხმობა
  3. 18 სექტემბერი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა