OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 105

AR1110987სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება20 თებერვალი, 2013
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
555939
გადაწყვეტილების თარიღი
6 მარტი, 2013
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გურამი კვეზერელი
დეველოპერი (ს/კ)
205133461

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.09.006.017
მესაკუთრე
შპს " ირბის" (205133461)
ფართობი
6 622 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1110987
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
20 თებერვალი, 2013
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
14 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 6 მარტი, 2013ქალაქის პასუხი

    თქვენი განაცხადის პასუხად, რომლითაც ითხოვთ #01.18.09.006.017 საკადასტრო ერთეულზე კოეფიციენტის განსაზღვრას, გაცნობებთ შემდეგს: 1994 წლის 11 ნოემბრის ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლიდან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა საავტომობილო გზების მფლობელს უნდა შეუთანხმოს გზის ღერძიდან 100 მეტრის მოშორებით განსახორციელებელ მშენებლობასთან დაკავშირებით. ,,საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით, ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ 2009 წლის 18 თებერვლის #104 საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, 2009-2011 წლიდან დაგეგმილია გზების მონაკვეთების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები, მათ შორის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გორი-სამტრედიის მონაკვეთის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთებისა, ფონიჭალა-მარნეული-გოგუთის საავტომობილო გზის ფონიჭალა-მარნეულის მონაკვეთის. ზემოაღნიშნულ საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციით გათვალისწინებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე შეჩერებული იქნა გზის ღერძიდან 100 მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ნებართვების გაცემა. თქვენ მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი ყვება #104 (18.02.09.) საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის ღერძიდან 100 მეტრის რადიუსში არსებულ შეზღუდვაში. საქართველოს მთავრობის განკარგულება #1903 2012 წლის 20 ოქტომბერი ქ. თბილისი ,,საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია–მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის #104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, მიხედვით განხორციელდა რიგი ცვლილებები, კერძოდ: 2009 წლის 18 თებერვლის #104 განკარგულებიდან ამოღებულ იქნა თბილისი–წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მონაკვეთის შეზღუდვა, მაგრამ ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, (რომელიც ამუშავებს აღნიშნულ პროექტს) ჯერ არ არის გადმოცემული შეზღუდვის ახალი არეალის ბუფერები. აღნიშნული ბუფერის გადმოცემის შემდეგ, თუ თქვენი ნაკვეთი არ მოყვება შეზღუდვაში, სამსახური შეძლებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების საკითხის განხილვას. ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი-რუკის მიხედვით მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2 (სსზ-2)-ში, რომელიც წარმოადგენს განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; ასევე, დასაშვებია ”ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების დანართი 1-ით (იხ. დანართი: ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დანართი 1–ის მე–7 პუნქტი) განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონა (სსზ-2)-თვის დგინდება შემდეგი ქალაქმშენებლობითი პარამეტრები: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ1) – 0,7; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ2) – 4,6; მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი (კ-3) – 0,1; შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, რეკომენდებულია არა უმეტეს საერთო ოდენობის 25%-ის. 7. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2): განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები: მრავალფუნქციური შენობა (დომინირებული სახეობა); განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა); პარკი; ბაღი; სკვერი; ბულვარი; აფთიაქი; კლუბი; კინოთეატრი; თეატრი; საკონცერტო დარბაზი; უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი; საქალაქო ბიბლიოთეკა; არქივი; საინფორმაციო ცენტრი; მუზეუმი; საგამოფენო დარბაზი; საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა; უნივერსალური მაღაზია; სავაჭრო ცენტრი; ბარი; კაფე; რესტორანი; სწრაფი კვების ობიექტი; საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი; საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი; ბანკის ფილიალი, განყოფილება; ბანკი; მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია; ოფისი და კანტორა; სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები; სასამართლო; იურიდიული კონსულტაცია; სანოტარო კანტორა; სასტუმრო; ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი; ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი; საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები. ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას: დაწყებითი სკოლა; საშუალო სკოლა; საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; უმაღლესი სასწავლებელი; პოლიკლინიკა; კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი; კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება; აეროსადგური; ავტოგასამართი სადგური საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის კომპლექსში; კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი; საკულტო შენობები და ნაგებობები.

    მეტის ჩვენება
  2. 6 მარტი, 2013გადაწყვეტილება555939 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა