OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ნადიკვარის III ქუჩა, N 34

AR11110412სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 სექტემბერი, 2025- ოქროყანა
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
7662152
გადაწყვეტილების თარიღი
13 ოქტომბერი, 2025
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
10 ივნისი, 2025 – 10 ივლისი, 2026
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ივანე მირცხულავა
დეველოპერი (ს/კ)
405630045

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.01.003.152
მესაკუთრე
შპს "ტერამეტრიკ" (405630045)
ფართობი
4 876 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11110412
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
25 სექტემბერი, 2025
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
4

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 ოქტომბერი, 2025გადაწყვეტილება7662152 - თანხმობა
  2. 13 ოქტომბერი, 2025ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის №7510644 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 25 სექტემბერს №AR11110412 განცხადებით მომართა ივანე მირცხულავამ და მოითხოვა სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის №7510644 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის №7510644 ბრძანებით შეთანხმდა №01.18.01.003.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 10 ივნისიდან 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის №7510644 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 972 კვ.მ-ის ნაცვლად 988.1 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 44.5 კვ.მ-ის ნაცვლად 31.5 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელი ასევე განმარტავს, რომ გეგმებზე გასწორდა საცხოვრებელი ფართობები. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება და სვეტების (კოლონების) შეთანხმებულ კონსტრუქციულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთან დგინდება, რომ ზემოაღნიშნული ფართობების გასწორებასთან ერთად ზუსტდება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 8622.9 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის №7510644 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის №7510644 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 8622.9 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 988.1 კვ.მ., დამხმარე ფართობად 31.5 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის №7510644 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის №7510644 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის №7510644 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 10 ოქტომბერი, 2025ქალაქის პასუხი
  4. 10 ოქტომბერი, 2025ფაილები აიტვირთა
  5. 10 ოქტომბერი, 2025ფაილები აიტვირთა
  6. 9 ოქტომბერი, 2025ქალაქის პასუხი
  7. 9 ოქტომბერი, 2025ფაილები აიტვირთა
  8. 6 ოქტომბერი, 2025ქალაქის პასუხი
  9. 6 ოქტომბერი, 2025ფაილები აიტვირთა
  10. 25 სექტემბერი, 2025ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები5

  • ჩასწორებული - ტექ მაჩვენებლები.pdfგახსნა ↗
  • ჩასწორებული - ტექ მაჩვენებლები 2.pdfგახსნა ↗
  • ტექნიკური ხარვეზი გასოწრებული - კონსრტუქციებით.pdfგახსნა ↗
  • ტექნიკური ხარვეზი გასოწრებული - კონსრტუქციები სწორი.pdfგახსნა ↗
  • ტექნიკური ხარვეზი გასოწრებული - კონსრტუქციები სწორი.pdfგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა